ახალი ამბები

თბილისში, ისნის ბაზრობაზე 1200 კვ. მეტრის ფართობი დაიწვა

19 აგვისტო, 2017 • 1942
თბილისში, ისნის ბაზრობაზე 1200 კვ. მეტრის ფართობი დაიწვა

19 აგვისტოს ღამით, დაახლოებით 04:00 საათზე თბილისში, ისნის ბაზრობაზე კომერციულ ფართებს ხანძარი გაუჩნდა, რის შედეგადაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 1200 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა.

მათივე ცნობით, ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 20 სამაშველო ბრიგადა და 100-ზე მეტი მეხანძრე მუშაობდა რამდენიმე საათის განმავლობაში. ამ დროისათვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სააგენტოს ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩა რამდენიმე ჯგუფი პრევენციის მიზნით. ხანძრის დამატებითი კერა აღარ წარმოქმნილა.

შსს გამოძიებას სსკ-ის 187-ე მუხლით აწარმოებს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი