ფინეთის პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც რამდენიმე ადამიანი დანით დაჭრა

ფინეთის პოლიციის ცნობით, მათ ესროლეს მამაკაცს, რომელმაც რამდენიმე პირი დანით დაჭრა. შემთხვევა ქალაქ ტურკუში მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

პოლიციის ცნობითვე, კაცი მათ ფეხში დაჭრეს და შემდეგ დააკავეს. პოლიცია ადამიანებს აფრთხილებს, ქალაქის ცენტრს მოერიდონ. ინციდენტი ცენტრალურ მოედანზე მოხდა.

ოფიციალური ინფორმაციით ერთი ადამიანია დაღუპული და სულ მცირე რვა ადამიანია დაშავებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com