ახალი ამბები

თბილისის ბაღებში სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება

18 აგვისტო, 2017 • 1545
თბილისის ბაღებში სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ახალი 2017-2018 სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება.

სააგენტოს ცნობით, მათი ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას ბრძანებით, სააღმზრდელო წლის დაწყებამდე საბავშვო ბაღების ადმინისტრაციებს დაევალათ შენობების სანიტარული დამუშავება, სამშენებლო ნარჩენების გატანა იმ ბაღებიდან, სადაც მიმდინარე არდადეგების პერიოდში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა, ასევე, ბაგა-ბაღების ეზოების და შენობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სასმელი წყლის ლაბორატორიული ანალიზი, ცენტრალური გათბობის სისტემების შემოწმება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება სააღმზრდელო პროცესის სათანადო პირობებში დაწყების უზრუნველყოფისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი