პოლიციამ რკინიგზელებს კარვების გაშლის უფლება კვლავ არ მისცა [ვიდეო]

დაპირისპირება სს “საქართველოს რკინიგზის” ოფისთან – გაფიცულ მუშებს პოლიციამ კარვის გაშლის უფლება კვლავ არ მისცა, რასაც სამართალდამცავებსა და შიმშილობის აქციის მონაწილეების მხარდამჭერებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნის მიუხედავად, მათ ვერ მოისმინეს პოლიციისაგან ახსნა-განმარტება, რატომ არ ეძლევათ აღნიშნულის საშუალება. თავად გაფიცულებს ერთ-ერთ არგუმენტად სახალხო დამცველის შეფასება და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” რეკომენდაციები მოჰყავთ, რომელთა მიხედვითაც კარვის გაშლის აკრძალვა  შეკრებილთა გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. რკინიგზელებმა 15 აგვისტოს უკვე შეიტანეს სასამათლოში  სარჩელი მომხდარზე და მოსამართლის განაჩენს ელოდებიან, რათა ტერიტორიაზე კარვის გაშლა შეძლონ.

პოლიციამ რკინიგზელებს კარვების გაშლის უფლება კვლავ არ მისცა. რკინიგზელთა ნაწილი ორშაბათიდან შიმშილობის აქციას მართავს. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

დღეს საქართველოს რკინიგზის შენობის წინ რკინიგზელების სოლიდარობის აქცია გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ხვალიდან მოშიმშილეთა რაოდენობა რვამდე გაიზრდება. გარდა იმ მოთხოვნებისა, რომელსაც რკნიგზელები აყენებდნენ, რაც მათ სამუშაო პირობებს შეეხებოდა, სამდღიანი უშედეგო შიმშილობის შემდეგ ისინი რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლების გადადგომას მოითხოვენ. როგორც რკინიგზელთა ახალი პროფკავვშირის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი შიმშილობას არ შეწყვეტენ ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

შიმშლობის აქცია რკინიგზის შენობასთან 15 აგვისტოს დაიწყო ორმა რკინიგზელმა, რომელთაგან ერთმა – ვახტანგ ცისკარიშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღეს შიმშილობის გაგრძელება ვეღარ შეძლო. როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, ის კახეთში, სახლში დაბრუნდა და მისი ოჯახის წევრებზე რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა.

რკინიგზელთა სოლიდარობის აქცია 17.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

რკინიგზელთა სოლიდარობის აქციაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე მივიდა 17.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

რკინიგზელთა სოლიდარობის აქციაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე მივიდა 17.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

აქციაზე მივიდა პრეზიდენტის საპარლამეტო მდივანი ანა დოლიძეც, რომელიც მოშიმშილე რკინიგზელს გაესაუბრა და შემდეგ რკინიგზის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა უწყებაში იყოს დაცული შრომითი უფლებები, დაცული იყოს გამოხატვისთავისუფლება, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავები გადაწყდეს მშვიდობიანად.  რკინიგზის ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას დიალოგისთვის, როგორც რკინიგზელთა, ასევემედიისა და საზოგადოების წარმომადგენელების წინაშე,” – განაცხადა დოლიძემ.

საქართველოს რკინიგზის შენობის წინ 15 აგვისტოს შიმშილობის აქცია დაიწყეს სამუშაო პირობების ცვლილებით უკმაყოფილო თანამშრომლებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ხელმძღავნელების გადაწყვეტილებით, მათ სამუშაო ადგილი შეთანხმების გარეშე შეეცვალათ, ხოლო ტრანსპორტსა და საცხოვრებელს დამსაქმებელი არ უზრუნველყოფს. აცხადებენ, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს და იმ ხელშეკრულების პირობები, რომელსაც ნებაყოფლობით მოაწერეს ხელი, სამუშაო ადგილის ცვლილებას არ ითვალისწინებდა. ისინი უარყოფენ, რომ რკინიგზამ მათ განუმარტა პირობები და არც იმას ადასტურებენ, რომ საცხოვრებელი და ტრანსპორტი შესთავაზეს.

თავის მხრივ, საქართველოს რკინიგზა საპირისპიროს ამტკიცებს. მათ ჟურნალისტებს ის საცხოვრებელი ვაგონი და სამუშაო ოთახი დაათვალიერებინეს, რომლებსაც კახეთის რეგიონიდან გადმოსულ თანამშრომლებს სთავაზობენ და მოუწოდებენ თანამშრომლებს, დაბრუნდნენ და შეუდგნენ მოვალეობის შესრულებას. რკინიგზელები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ მედიის საშუალებით გაკეთებული განცხადებაა და პირადად მათ სამუშაო პირობებზე ამ დრომდე არავინ გასაუბრებია, ამიტომ უარს აცხადებენ, შეწყვიტონ შიმშილობის აქცია. ისინი რჩებიან შენობის წინ და ელოდებიან, როდის მივლენ მათთან ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოლაპარაკებისათვის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

გუკი გიუნაშვილი, თათია წოწონავა, მიხეილ გვაძაბია