ახალი ამბები

კუკავა: გულდასაწყვეტია, რომ ტელევიზიით შევიტყვეთ “პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატზე

17 აგვისტო, 2017 • 2286
კუკავა: გულდასაწყვეტია, რომ ტელევიზიით შევიტყვეთ “პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატზე

პარტია”თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიან კანდიდატს ორშაბათს დაასახელებს.

ამის შესახებ მან 17 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მხოლოდ დემოკრატულ მოძრაობასთან მიმდინარეობს და იმედს გამოთქვავს, რომ კოალიციას სხვა პარტიებიც შეუერთდებიან.

“სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა საერთოდ იგნორირებით უპასუხა ჩვენს ინიციატივას. განსაკუთრებით გულდასაწყვეტი იყო, რომ ერთიანი კანდიდატის შესახებ საინტერესო კონსულტაციების შემდეგ ტელევიზიით შევიტყვეთ ჩვენი მეგობრის “პატრიოტთა ალიანსის” მიერ თბილისის მერობის კანდიდატის დასახელება”.

რამოდენიმე კვირის წინ პარტია “თავსუფალი საქართველოს” ინიციატივით დაიწყო პარტიების კონსულტაციები,რომელიც მიზნად ისახავდა ოპოზიციური პარტიების(გარდა ნაციონალური მოძრაობისა) თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის დასახელებას.

კონსულტაციები გაიმართა “დემოკრატიულ მოძრაობასთან”,”ლეიბორისტულ პარტიასთან”,”პატრიოტთან ალიანსთან” და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი