ახალი ამბები

“ნიკორას” მაღაზიიდან მძარცველებმა თანხა და პროდუქცია წაიღეს

17 აგვისტო, 2017 • 1970
“ნიკორას” მაღაზიიდან მძარცველებმა თანხა და პროდუქცია წაიღეს

17 აგვისტოს, გამთენიისას, დაახლოებით 04:00-ზე თბილისში, სუპერმარკეტების ქსელ “ნიკორას” გორგასლის ფილიალი გაძარცვეს.

როგორც “ნეტგაზეთს” კომპანიის მარკეტინგის სამსახურში განუცხადეს, ობიექტზე ორი ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი. წაღებულია მცირე ოდენობის თანხა და პროდუქცია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია და ფილიალი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი