ახალი ამბები

ახალგორში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის სახლს ჩხრეკენ

16 აგვისტო, 2017 • 2139
ახალგორში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის სახლს ჩხრეკენ

ახალგორში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტისა და ნეტგაზეთის “ფრილანსერი” ჟურნალისტის, თამარ მეარაყიშვილის სახლს ჩხრეკენ – ამის შესახებ ნეტგაზეთს ინფორმაცია მეარყიშვილის შვილმა მიაწოდა.

მისი შვილის განცხადებით, უკვე თითქმის ერთი საათია, ჩხრეკა მიმდინარეობს და მილიცია “ექსტრემისტულ ლიტერატურას” ეძებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ნეტგაზეთს აცნობა, რომ მეარყიშვილთან დკავშირებით ცხელი ხაზი აამოქმედეს.

თამარ მეარყიშვილი დღეს, 16 აგვისტოს, ახალგორში, საკუთარ სახლთან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მილიციამ დააკავა.

“დედა თბილისიდან ჩამოვიდა [თბილისის დროით, 18:20], სახლთან უკვე მანქანა ელოდა. სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პირებმა განუცხადეს, რომ დაკავებულია და ახალგორის პოლიციის შენობაში შეიყვანეს. დაკავების ორდერი თან არ ჰქონიათ და არც ის უთქვამთ, რა ბრალდებით იყო დაკავებული. უთხრეს, რომ ადგილზე ყველაფერს შეატყობინებდნენ,”- განაცხადა მან.

დაკავების პროცესში თამარ მეარაყიშვილმა მოასწრო დარეკვა “ეხო კავკაზას” კორესპონდენტთან. აუდიოჩანაწერში ისმის, როგორ ეუბნებიან მას, რომ დაკავების მიზეზს “იქ” [მილიციაში] აუხსნიან.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი