ახალი ამბები

სააკაშვილი: მე ვბრუნდები უკრაინაში

16 აგვისტო, 2017 • 2091
სააკაშვილი: მე ვბრუნდები უკრაინაში

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რომ უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბერს აპირებს.

„მე არ ვაპირებ საბარგულით გადასვლას, მთელი ცხოვრება იმისთვის არ მიმუშავია, რომ საბარგულით გადავიდე სადმე. მე შევალ კანონიერად. პოროშენკომ დაარღვია კონსტიტუცია, კანონები, საერთაშორისო სამართალი, მაგრამ მე ეს არ გამიკეთებია, არასდროს დამირღვევია განზრახ კანონი და არც ვაპირებ, მით უმეტეს, უკრაინაში. მე ვაპირებ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩავიდე უკრაინაში და წავიდე სასამართლოში, უკრაინულ საშინელ სასამართლოშიც კი, რომ დავიცვა ჩემი უფლებები“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ საკაშილმა ასევე აღნიშნა, რომ „ძალიან თბილად“ არის განწყობილი საქართველოსადმი: „მაგრამ საქართველო ხელში ოლიგარქმა ჩაიგდო, ეს პუტინის გეგმა იყო, ორი მილიარდი დოლარი გადაიხადა ამისათვის პუტინმა. მე შემეძლო დავრჩენილიყავი საქართველოში პრეზიდენტად მესამე ვადით, მაგრამ მაშინ უნდა დამერღვია კონსტიტუცია, რასაც არ ვიზამდი“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი