ახალი ამბებიკინოხელოვნება

4 კანდიდატი ფილმი, რომელმაც შესაძლოა საქართველო ოსკარზე წარადგინოს

16 აგვისტო, 2017 • 6424
4 კანდიდატი ფილმი, რომელმაც შესაძლოა საქართველო ოსკარზე წარადგინოს

საქართველოს ევროვნულმა კინოცენტრმა ამერიკის კინოაკადემიის თხოვნით შეარჩია 2017 წლის 4 კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

2 აგვისტოს ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 11 აგვისტოს დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ შემოვიდა 4 განაცხადი. შესაბამისად, ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 4 ქართული ფილმი იბრძოლებს:

რამდენიმე დღეში ეროვნული კინოცენტრი სპეციალური კომისიის წევრებს დაასახელებს, რომლებმაც ფარული კენჭისყრის საფუძველზე საქართველოდან გამარჯვებული ფილმი უნდა გამოავლინონ. შერჩეული 4 ქართული ფილმის ჩვენება კომისიის წევრებისთვის 29-30 აგვისტოს გაიმართება.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 90-ე საიუბილეო ცერემონიალი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კინოღონისძიებად ითვლება, 2018 წლის 4 მარტს ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი