Pornhub სტუდენტებს 25000 $-იან სტიპენდიას სთავაზობს

Pornhub-ის შეთავაზება სტუდენტებს, რომელთაც კოლეჯისა თუ სხვა საჭიროებებისთვის დამატებითი თანხა სჭირდებათ – მსოფლიოში უდიდესი პორნოპორტალი 25000 $-იან სტიპენდიას აცხადებს.

მიუხედავად საიტის შინაარსისა, შემოთავაზება პორნოინდუსტრიასთან არანაირ კავშირში არ არის. განმცხადებელს მოეთხოვება დაწეროს 1000-1500 სიტყვიანი ესეი თემაზე – “ხელი შევუწყოთ მსოფლიოს უკეთეს მომავალს”. მეტი თვალსაჩინოებისთვის, ავტორს შეუძლია ტექსტს ვიდეოც დაურთოს, სადაც თავის გზავნილებს უფრო ფართოდ განიხილავს.

ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მოცემულია კონკურსში მონაწილეობის პირობები, რომელთა მიხედვითაც მსურველი უნდა იყოს სრულწლოვანი, სწავლობდეს აკრედიტებულ კოლეჯსა ან უნივერსიტეტში და ჰქონდეს 3.2 ან უფრო მაღალი GPA. ნამუშევრის გაგზავნის ბოლო ვადა 31 ოქტომბერია და ეს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები სტუდენტისთვისაა შესაძლებელი.

როგორც აშშ-ის კომპიუტერული ჟურნალი PCmag წერს, Pornhub ყოველწლიურ სტიპენდიას უკვე მესამე წელია გასცემს. გასულ წელს აქცენტი მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, ინჟინერიასა და მათემატიკაში მდედრობითი სქესის ჩართულობაზე გაკეთდა და კონკურსში მონაწილეობაც მხოლოდ ქალებს შეეძლოთ, რომლებიც აღნიშნულ პროფესიებს ეუფლებოდნენ. აღსანიშნავია, რომ შარშანდელთან შედარებით კომპანიამ აუცილებელი GPA-ს მაჩვენებელი 0.2 კოეფიციენტით აწია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბუბუ გვაძაბია