ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ივლისი დაფიქსირდა

16 აგვისტო, 2017 • 2107
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ივლისი დაფიქსირდა

საქართელოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2017 წლის ივლისის თვეში საშუალო ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აღინიშნა ნორმაზე 1-2.5 გრადუსით მაღალი, რაც განპირობებული იყო თვის პირველ დეკადაში საქართველოს ტერიტორიაზე ევროპის სამხრეთი და ცენტრალური რაიონებიდან თბური ტალღის გავრცელებით.

მათივე ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა ზესტაფონში +39.70 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთში – ლაგოდეხში +39.00 გრადუსი.

“თბილისში 1881 წლიდან დღემდე 2017 წლის ივლისი სითბოს მიხედვით იყო მეოთხე- 2000, 1882 და 2010 წლების შემდეგ. თვის საშუალო ტემპერატურამ +26.70 გრადუსი შეადგინა. ივლისის ყველაზე მაღალი საშუალო ტემპერატურა 2000 წელს +27.70 გრადუსი აღინიშნა,”- აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

მათივე ცნობით, რაც შეეხება 2017 წლის აგვისტოს პირველ ნახევარს, საქართველოს ტერიტორიაზე ევროპის სამხრეთი რაიონებიდან გავრცელებული თბური ტალღა მოქმედებდა.

მათვე ცნობით, აგვისტოს პირველ ნახევარში ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა ქალაქ ქუთაისში +40.40 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთში, თბილისში +39.80 გრადუსი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი