ახალი ამბები

2017 წლის 7 თვის მონაცემებით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13%-ით გაიზარდა

16 აგვისტო, 2017 • 1507
2017 წლის 7 თვის მონაცემებით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13%-ით გაიზარდა

საქსტატის ცნობით, 2017 წლის იანვარ-ივლისში  საგარეო სავაჭრო ბრუნვამ  5674.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13 %-ით მეტია.

აქედან ექსპორტი 1446.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (28.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი- 4228.6 მლნ. აშშ დოლარი (8.5 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ივლისში 2782.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა.

2017 წელს იანვარი-ივლისის ჩათვლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა მუდმივად იზრდებოდა, ბრუნვის შემცირება მხოლოდ ივლისში დაფიქსირდა წინა თვესთან შედარებით. საგარეო სავაჭრო ბრუნვის მონაცემები მოცემულია მესამე სვეტში.

lkdjfl

მასალების გადაბეჭდვის წესი