ახალი ამბები

თბილისობა 2017 წლის 7-8 ოქტომბერს გაიმართება

16 აგვისტო, 2017 • 3581
თბილისობა 2017 წლის 7-8 ოქტომბერს გაიმართება

“თბილისობა 2017” 7-8 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო ღონისძიებების იდეებთან დაკავშირებით მერია განაცხადების მისაღებად ვადას 8 სექტემბრამდე აცხადებს.

მერიის დაპირებით, თბილისობა მასშტაბური იქნება და მთელ ქალაქს მოიცავს, მთავარი ლოკაციები კი “ახალი ტფილისი”, რიყე და ლეღვთახევი იქნება.

“თბილისობა 2017”-ის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება, საბავშვო-გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები.

‘ყოველწლიურ საშემოდგომო დღესასწაულზე ყველა თაობის წარმომადგენელი მისთვის საინტერესო ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებს’, – აცხადებს მერია.

თბილისობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მერიაში შექმნილია დედაქალაქის მთავრობის წევრებისგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც ღონისძიების სრულყოფილად და შეუფერხებლად ჩატარებას უზრუნველყოფს.

მერია აცხადებს, რომ ღონისძიებასთან დაკავშირებული პროექტი, იდეა, მოსაზრება, წინადადება მერიაში 8 სექტემბრამდე შეუძლიათ, რომ წარადგინონ, რის შემდეგაც, სახალხო დღესასწაულამდე 1 თვით ადრე, წინამოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი