ახალი ამბები

რა პირობებს სთავაზობს რკინიგზელებს მარნეულში საქართველოს რკინიგზა [ფოტო]

15 აგვისტო, 2017 • 2997
რა პირობებს სთავაზობს რკინიგზელებს მარნეულში საქართველოს რკინიგზა [ფოტო]

საქართველოს რკინიგზის შენობის წინ დღეს შიმშილობის აქცია დაიწყეს სამუშაო პირობების ცვლილებით უკმაყოფილო თანამშრომლებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ხელმძღავნელების გადაწყვეტილებით, მათ სამუშაო ადგილი შეთანხმების გარეშე შეეცვალათ, ხოლო ტრანსპორტსა და საცხოვრებელს დამსაქმებელი არ უზრუნველყოფს. ამ მოთხოვნის საპასუხოდ, ჟურნალისტებს საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელმა ვასილ ხორავამ მარნეულში ის საცხოვრებელი ვაგონი და სამუშაო ოთახი დაათვალიერებინა, რომლებსაც კახეთის რეგიონიდან გადმოსულ თანამშრომლებს სთავაზობენ.

“რა თქმა უნდა, კახეთის რეგიონიდან მოწყვეტა რთულია, თუმცა, სამსახური რადგან ითხოვს, ჩამოვედით და ვეჩვევით. პირობებიც ასე თუ ისე კარგია. ტრანსპორტით უზრუნველყოფილები ვართ, საცხოვრებელი ფართი არის, ტელევიზორიც, მაცივარიც… ასე რომ, ჯერჯერობით პრობლემას ვერ ვხედავ,” – აცხადებს ერთ-ერთი რკინიგზელი ვლადიმერ ბახლიშვილი. მისი თქმით, მათ ტრანსპორტიც ემსახურებათ.

დანარჩენი რკინიგზელები კი პროტესტს აგრძელებენ. მათი თქმით, თავდაპირველად, ხელშეკრულების პირობების ცვლილების დროს მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია სამუშაო ადგილის ადგილმონაცვლეობაზე და მხოლოდ იმ პირობას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც იცვლებოდა მათი სამსახურის დასახელება. დოკუმენტის მიხედვით, ის უნდა გაფართოვდეს და ეწოდოს “სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონი”. ისინი უარყოფენ, რომ რკინიგზამ მათ განუმარტა პირობები და არც იმას ადასტურებენ, რომ საცხოვრებელი და ტრანსპორტი შესთავაზეს. მათი თქმით, იმავე ხელფასის პირობებში ყოველდღე სახლიდან მოშორებით უნდა ემგზავრათ. მათ დღეს რკინიგზის შენობასთან შიმშილობის აქცია დაიწყეს და კარავიც გაშალეს, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა და კარავი მათი ნების საწინააღმდეგოდ აიღეს.

ვაგონი მარნეულში, რომელშიც რკინიგზელები ცხოვრობენ 15.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

რკინიგზელები, რომლებიც ამჟმად მარნეულში მუშაობენ. 15.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

რკინიგზელები, რომლებიც ამჟამად მარნეულში მუშაობენ. 15.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ვაგონი მარნეულში, რომელშიც რკინიგზელები ცხოვრობენ 15.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ვაგონი მარნეულში, რომელშიც რკინიგზელები ცხოვრობენ 15.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ ყველანაირი ცვლილება შეთანხმებული იყო რკინიგზელებთან, რომლებიც დღეს აქციას მართავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს უთანხმოება პროცესებში “დესტრუქციული ძალების” ჩარევამ გამოიწვია.

ნანა კლარჯეიშვილი, საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალის იურიდიული სამსახურის უფროსი ამბობს, რომ სალიანდაგო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამუშაო ადგილისა და პირობების ცვლილებაზე თავადვე განაცხადეს თანხმობა.

“რეორგანიზაციას წინ უძღოდა მოლაპარაკებები უშუალოდ თანამშრომლებთან ,” – აცხადებს კლარჯეიშვილი.

მისი თქმით, რკინიგზა მზად არის გააგრძელოს მათთან შრომითი ურთიერთობები, თუ დასაქმებულები შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში საქათველოს რკინიგზა მათ სამსახურიდან გაათავისუფლებს. მათი თქმით, რკინიგზელებს უკვე ორჯერ გაუგზავნეს გაფრთხილება.

რკინიგზელებს მხარდაჭერას უცხადებს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი. რომლის პრეზიდენტი, ვიტალი გიორგაძე აცხადებს, რომ თუ საქართველოს რკინიგზა მზად იქნება დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და დააკმაყოფილოს რკინიგზელთა მოთხოვნები, ისინი დღესვე მზად არიან შეწყვიტონ აქცია და ითანამშრომლონ. თუმცა აცხადებენ, რომ რკინიგზის მხრიდან გაკეთებული განცხადებები არის პროვოკაციული და ამ დრომდე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ არანაირი შეთავაზება რკინიგზელებს არ მიუღიათ. ისინი რჩებიან რკინიგზის შენობის წინ, ღია ცის ქვეშ. პროფკავშირმა 17 აგვისტოს მათი სოლიდარობის აქციაც დაგეგმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი