ახალი ამბები

რუსეთის ფედერაცია 2018 წლისთვის თავდაცვის ხარჯების შემცირებას გეგმავს

15 აგვისტო, 2017 • 1790
რუსეთის ფედერაცია 2018 წლისთვის თავდაცვის ხარჯების შემცირებას გეგმავს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 2018 წლისთვის თავდაცვის ხარჯები შემცირდება. მისივე თქმით, ხარჯების შემცირება გავლენას არ მოახდენს არმიის და ფლოტის ხელახალ აღჭურვაზე, რომელიც ქვეყანას დაგეგმილი აქვს. აღნიშნულ ინფორმაციას “გაზეტა რუ” “რია ნოვოსტიზე” დაყრდნობით ავრცელებს.

“მინდა შეგახსენოთ, რომ მომავალ წელს ქვეყნის ბიუჯეტში გაწეული მნიშვნელოვანი ეკონომია ითვალისწინებს თავდაცვის ხარჯების შემცირებას. ეს არ ეხება ჩვენ გეგმებს არმიის და ფლოტის ხელახალი აღჭურვის შესახებ”,- განაცხადა პუტინმა “ერთიანი რუსეთის” ფრაქციის ხელმძღვანელთან რუსეთის სათათბირო დუმაში გამართულ შეხვედრაზე.

ვლადიმერ პუტინის თქმითვე, რუსეთის სათათბირო დუმაში ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის სიღრმისეული განხილვა უნდა მოხდეს, რადგან ეს ქვეყნის უსაფრთხოებას, თავდაცვას, ეკონომიკას და სოციალურ პასუხისმგებლობას ეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი