ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნაკრძალში ხანძრის ჩასაქრობად სომხეთმა რუსეთს დახმარება სთხოვა

15 აგვისტო, 2017 • 3142
ნაკრძალში ხანძრის ჩასაქრობად სომხეთმა რუსეთს დახმარება სთხოვა

სომხეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა, დავით ტოროიანმა ხოსროვის სომხეთის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძრის საჩაქრობად რუს კოლეგას, ვლადიმერ პუჩკოვს სპეცთვითმფრინავის თხოვნით მიმართა.

ხანძარი ნაკრძალში 12 აგვისტოს გაჩნდა. ამ დროისთვის 250 ჰექტარი ტყეა დამწვარი. ხანძრის ჩაქრობის პროცესში ჩართული არიან პოლიციელები, სამხედროები და სამხედრო ვერტმფრენი. ეკოლოგები ამბობენ, რომ სომხეთს სტიქიასთან ბრძოლის ტექნიკური საშუალებები  საკმარისი არ აქვს.

“სომხეთის ეკოლოგიურმა ფრონტმა” დახმარებისთვის მოსახლეობას მიმართა, რადგანაც აქტივისტთა აზრით, ნაკრძალის გარკვეული ტერიტორია კვლავ დგას განადგურების საფრთხის წინაშე.

ველური  ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სომხური ფონდმა დახმარებისთვის საერთაშორისო ეკოლოგიურ ორგანიზაციებს მიმართა.

ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით სომხეთში გამოძიება რამდენიმე მუხლით დაიწყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი