ახალი ამბები

“ყაზბეგის” საბაჟო გამშვებ პუნქტთან მოძრაობა აღდგა

15 აგვისტო, 2017 • 1420
“ყაზბეგის” საბაჟო გამშვებ პუნქტთან მოძრაობა აღდგა

საბაჟო გამშვები პუნქტი “ყაზბეგი” მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს – საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსმა, ხატია მოისწრაფიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ შეზღუდვები ტერიტორიაზე 06:00-საათდან მოიხსნა, როგორც ეს დაგეგმილი იყო.


დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული პროცესების გააქტიურების შემდეგ გზა გუშინ, დაახლოებით 15:00-სთვის გადაიკეტა, საბაჟო გამშვები პუნქტი დაიხურა და ზონიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. მოგვიანებით გზა ისევ გაიხსნა, თუმცა 00:00-სთვის, სპეციალური სამუშაოების საჭიროების გამო, მოძრაობა კვლავ აიკრძალა 06:00-მდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი