ახალი ამბები

მცხეთა-ლარსის საავტმობილო გზაზე 15 აგვისტოს 6 საათამდე მოძრაობა აიკრძალება

14 აგვისტო, 2017 • 1955
მცხეთა-ლარსის საავტმობილო გზაზე 15 აგვისტოს 6 საათამდე მოძრაობა აიკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ღამის 00:00 სთ-დან დილის 06:00სთ-მდე  იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გარემოს ერონული სააგენტოს განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვა უკავშირდება დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული პროცესების გააქტიურებას.

სააგენტოს ცნობით, პროცესი დასტაბილურებულია, თუმცა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე აღნიშნული რეჟმი დაწესდება საავტომობილო მოძრაობაზე.

დღეს, 14 აგვისტოს დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული პროცესები გააქტიურდა, რის გამო გადაიკეტა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-კმ – 135კმ მონაკვეთ, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტის “ყაზბეგის” მუშაობა შეწყდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი