ახალი ამბები

შსს: დევდორაკში სტიქიის გამო გადაკეტილი მცხეთა-ლარსის გზა გაიხსნა

14 აგვისტო, 2017 • 2275
შსს: დევდორაკში სტიქიის გამო გადაკეტილი მცხეთა-ლარსის გზა გაიხსნა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ ბაგრატიას ცნობით, დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული პროცესები დასტაბილურდა. შსს-ს ცნობით, გზა გაიხსნა.

დღეს, 14 აგვისტოს დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული პროცესები გააქტიურდა, რის გამო გადაიკეტა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-კმ – 135კმ მონაკვეთ, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტის “ყაზბეგის” მუშაობა შეწყდა.

“ჩვენ შესწავლასა და მონიტორინგს ვაგრძელებთ. პროცესი არის სტაბილური, წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიწია. მთელი პერიოდი, მაღალი ტემპერატურებია, მყინვარის ინტენსიური დნობა არის და მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” თამარ ბაგრატიამ.

ბაგრატიას ცნობით, ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, პიდროლოგები, რომლებიც აფასებენ მდგომარეობას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი