ახალი ამბები

დაზიანების გამო “ბილაინი” დასავლეთ საქართველოში შეფერხებით მუშაობდა

14 აგვისტო, 2017 • 2000
დაზიანების გამო “ბილაინი” დასავლეთ საქართველოში შეფერხებით მუშაობდა

ზუგდიდში ოპტიკური ხაზის დაზიანების გამო დასავლეთ საქართველოში  კომპანია “ბილაინის” ქსელში საათნახევრის განმავლობაში შეფერხება იყო. როგორც “ნეტგაზეთს” მობილური ოპერატორის აბონენტებმა განუცხადეს, ამ დროის განმავლობაში “ბილაინის” აბონენტები ვერ ახერხებდნენ “ბილაინის” ნომრიდან დარეკვას და ზარების მიღებას.

როგორც ნეტგაზეთს კომპანიაში განუცხადეს, პრობლემა ამ დროისთვის აღმოფხვრილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი