ახალი ამბები

83 წლის კაცი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

14 აგვისტო, 2017 • 1735
83 წლის კაცი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

შსს-ს ცნობით, დღეს, 14 აგვისტოს 83 წლის კაცი დააკავეს, რომელმა საკუთარი ცოლი მოკლა. მას ოჯახში კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ეხება ბრალი.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა გ. გ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 20 წლით უმცროს მეუღლეს, თ.ბ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 108-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დანაშაულის ჩადება შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი