ახალი ამბები

ნაციონალისტური ჯგუფების პროტესტი ვირჯინიაში – მოვლენათა ქრონოლოგია

14 აგვისტო, 2017 • 2109
ნაციონალისტური ჯგუფების პროტესტი ვირჯინიაში – მოვლენათა ქრონოლოგია

“ჩვენ ვიქნებით შეუწყნარებლები სიძულვილის და ძალადობის მიმართ, ასეთი ჯგუფების ადგილი ამერიკაში (ამერიკის) საჯარო სივრცეში არ არის,” – ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ვირჯინიის შტატში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განითარებულ მოვლენებს, რომელსაც ადამიანების სიცოცხლეც შეეწირა.

ვირჯინიაში მიმდინარე მოვლენებს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტვიტერში მალევე გამოეხმაურა, რამდენიმე საათის შემდეგ კი ოფიციალური განცხადებაც გააკეთა:

“ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იმ მოვლენებს, რაც ვირჯინიაში ხდება. ჩვენ ვგმობთ ძალადობას. ამ ქვეყანაში არც ერთ მოქალაქის უსაფრთხოებას საფრთხე არ შექმნია. არც ერთ ბავშვს ქუჩაში გასვლა, თამაში და მშობლებთან ერთად ყოფნის არ შეშინებია. მე ვესაუბრე ვირჯინიის შტატის გუბერნატორს და შევთანხმდით, რომ სიძულვილი და გარკვეული ნიშნით დაყოფა უნდა შეწყდეს და ეს უნდა შეწყდეს ახლავე. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ამერიკის სიყვარულით,” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გენერალ რობერტ ლის ქანდაკება, რომლის აღებასაც გეგმავდა ქალაქის საბჭო. ფოტო: EPA/TASOS KATOPODIS

გენერალ რობერტ ლის ქანდაკება, რომლის აღებასაც გეგმავდა ქალაქის საბჭო. ფოტო:
EPA/TASOS KATOPODIS

თუმცა ტრამპის განცხადებას კრიტიკა მოჰყვა, როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე თავისი გუნდის წევრებისაგან. ისინი აცხადებედნენ, რომ პრეზიდენტის განცხადება არ იყო საკმარისად მკაცრი ნაცისტური ჯგუფესადმი.

ყველაფერი შტატ ვირჯინიის ქალაქ შარლოსტვილში 12 გვისტოს თეთრკანიანი ნაციონალისტების საპროტესტო აქციით დაიწყო. ნაციონალისტების პროტესტი ქალაქის საბჭოს იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელიც აშშ-ის სამოქალაქო ომის გენერლის, მონობის მომხრე რობერტ ლის ქანდაკების აღებას გულისხმობდა. რობერტ ლი კონფედერაციის ძალებს სამოქალაქო ომის დროს 1861-1865 წლებში სარდლობდა.

აქციის მონაწილეები, რომელთა უმეტესობას თეთრკანიანი კაცები შეადგენდნენ სკანდირებდნენ: „ჩვენ ვერ ჩაგვანაცვლებთ“, „ებრაელი ვერ ჩაგვანაცვლებს.“

საპროტესტო აქცია შეტაკებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ნაციონალისტებს ანტი-რასისტული ჯგუფები დაუპირისპირდნენ. ნაციონალისტების ერთ-ერთი წარმომადგენელი კონტრაქციაზე მანქანით შეიჭრა და აქციის მონაწილეებს გადაუარა. სამართალდამცავების ინფორმაციით, 20 წლის ჯეიმს ალექს ფილდსი იმ მანქანის მძღოლი იყო, რომლიც კონტრაქციის მონაწილეებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. ფილდი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შემთხვევას 32 წლის ქალი ემსხვერპლა. პოლიციის ცნობით, ჰეზერ ჰეიერი იმ დროს დაიღუპა, როდესაც ქუჩაზე გადადიოდა. დაკავებული ჯეიმ ალექს ფილდსის დედა ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ შვილთან პოლიტიკაზე არასოდეს უსაუბრია და მისი ექსტრემისტული იდეების შესახებ აქამდე არ სმენოდა.

ასევე აქციაზე პოლიციის დასახმარებლად გამოძახებული ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი პილოტი და მგზავრი დაიღუპნენ.

“ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მსგავს რამეს ამერიკაში ვნახავდი,” – უთხრა BBC-ს კონტრაქციის მონაწილე სტუდენტმა.

შარლოსტვილი ლიბერალურ საუნივერსიტეტო ქალაქად ითვლება, რომლის მოსახლეობის 86%-მა, 2016 წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰილარი კლინტონს დაუჭირა მხარი.

12 აგვისტოს კონტრაქცია, სადაც ახაგაზრდა ქალი მოკლედ. ფოტო: EPA/Virginia State Police/ HANDOUT

12 აგვისტოს კონტრაქცია, სადაც ახაგაზრდა ქალი მოკლედ. ფოტო: EPA/Virginia State Police/ HANDOUT

ტერიტორია, სადაც აქციების მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ფოტო: EPA/TASOS KATOPODIS

ტერიტორია, სადაც აქციების მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ფოტო: EPA/TASOS KATOPODIS

პოლიციას ქალაქის საბჭოს შენობიდან გაყავს ნაციონალისტური ჯგუფის წევრი, აქციის ორგანიზატორი ჯეისონ კელერი. ფოტო: EPA/TASOS KATOPODIS

პოლიციას ქალაქის საბჭოს შენობიდან გაყავს ნაციონალისტური ჯგუფის წევრი, აქციის ორგანიზატორი ჯეისონ კელერი. ფოტო: EPA/TASOS KATOPODIS

აქცია დღესაც გაიმართა ჩარლსტონვილში, სადაც გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ხსოვნას მიაგეს პატივი. ფოტო: EPA/MIKE NELSON

აქცია დღესაც გაიმართა ჩარლსტონვილში, სადაც გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ხსოვნას მიაგეს პატივი. ფოტო: EPA/MIKE NELSON

epa06143532 People participate in a candlelight vigil after sunset on Pennsylvania Avenue outside the White House to show solidarity with the victims of the violence that took place this weekend at a white nationalist rally in Charlottesville, Virginia; in Washington, DC, USA, 13 August 2017. Rallies have been planned across the United States to demonstrate opposition to the violence in Charlottesville. According to media reports at least one person was killed and 19 injured after a car hit a crowd of people counter-protesting the 'Unite the Right' rally which was scheduled to take place in Charlottesville on 12 August. At least 15 others were injured in clashes during protests. EPA/MICHAEL REYNOLDS

გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგეს და მომხდარი დაგმეს ვაშინგტონშიც. ფოტო: EPA/MICHAEL REYNOLDS

მასალების გადაბეჭდვის წესი