ტავ ჯორჯიას ცნობით, თბილისის აეროპორტში ქსელური პრობლემა აღმოფხვრილია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, 10 აგვისტოს, აეროპორტში მგზავრთა რეგისტრაციის დროს დაფიქსირებული პრობლემის მიზეზი, თბილისის შემომავალ ხაზზე საერთაშორისო საავიაციო საკომუნიკაციო კომპანიის (SITA) ქსელური მოწყობილობის ავარია გახდა. ამის შესახებ “ტავ ჯორჯიას” კავკასიის რეგიონში SITA-ს პარტნიორმა კომპანიამ Orange Business Service-მა აცნობა.

“ტავ ჯორჯიას” ცნობით, საავიაციო საკომუნიკაციო ქსელის შემომავალ არხში აღმოჩენილი სისტემური პრობლემა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაფიქსირდა და ქსელში პრობლემა აღმოფხვრილია.

10 აგვისტოს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი დაგიანებით შესრულდა. ხარვეზი შუაღამისას, დაახლოებით, 2 საათზე დაფიქსირდა. ღამის 12-დან დილის 9 საათამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 22 რეისი უნდა შესრულებულიყო, რომელთაგან 8-ს დააგვიანდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი