ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, 16 აგვისტოს უკრაინაში დაბრუნების გეგმას გაასაჯაროებს

14 აგვისტო, 2017 • 2378
სააკაშვილის თქმით, 16 აგვისტოს უკრაინაში დაბრუნების გეგმას გაასაჯაროებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ის 16 აგვისტოს, 19:30 საათზე ფეისბუკის ლაივის საშუალებით გააცნობს საზოგადოებას უკრაინაში დაბრუნების გეგმას. სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს.

26 ივლისს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ის იმ დროს აშშ-ში იმყოფებოდა და მოქალაქეობის გარეშეა დარჩენილი. შემდეგ ის პოლონეთში ჩავიდა. პოლონეთიდან კი ლიტვაში გადავიდა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 30 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოს მიერ უკრაინის პროკურატურაში 2 წლის წინ წარდგენილი მოთხოვნა კვლავ ძალაშია და თუ უკრაინული მხარე გადაწყვეტს, მათ შეუძლიათ ქვეყანაში დაბრუნებული სააკაშვილი საქართველოს გადმოსცენ.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 4 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში ვიზიტთან დაკავშირებით, “მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართაპოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და დაწყებულია კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა”, თუმცა პოლონელი დეპუტატი მალგოჟატა გოშიევსკა ტვიტერისა და ფეისბუკის გვერდებზე ქართულ ენაზე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით მათ არავითარი წერილი არ მიუღიათ.

12 აგვისტოს  youtube-ში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია, რომ თითქოს უკრაინის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრები მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ საუბრობენ. ჩანაწერი მიხედვით, გიორგი მღებრიშვილი უკრაინის შს მინისტრს ეუბნება, რომ სააკაშვილი საქართველოს არ გადმოსცენ. შსს-ში ამ ჩანაწერის ნამდვილობას უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი