ახალი ამბები

GEM Fest-ზე დასაქმებული ამბობს, რომ დაპირებული 500-ის ნაცვლად 100 ლარი გადაუხადეს

14 აგვისტო, 2017 • 3076
GEM Fest-ზე დასაქმებული ამბობს, რომ დაპირებული 500-ის ნაცვლად 100 ლარი გადაუხადეს

GEM Fest-ზე დასაქმებულების ნაწილმა დღეს 14 აგვისტოს აქცია გამართა მოთხოვნით, რომ კუთვნილი 500 ლარი სრულად აუნაზღაურონ.

აქციის მონაწილე ცაბუნია ვართაგავამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ GEM Fest-ის ადმინისტრაციას უნდა გადაეხადა 500 ლარი თუმცა მხოლოდ 100 ლარი მისცა. ვართაგავს თქმით, ასეთ მდგომარეობაში არის დაახლოებით 42 ადამიანი, რომელმაც აქცია გამართეს.

ცაბუნია ვართაგავას თქმით, კონტრაქტი კომპანია არტ პლატფორმასთან, რომელიც მართავს GEM Fest-ს 14 ივლისს გააფორმა და მისი ვადა 14 აგვისტო ამოიწურება.

2122121

ამ კონტრაქტის მიხედვით, კი მისთვის ერთი თვის განმავლობაში 500 ლარი უნდა გადაეხადათ. ვართაგავა ამბობს, რომ იგი და სხვა დასაქმებულები, ვისაც ხელფასზე პრობლემა შეექმნა, ფესტივალის შესასვლელებში იდგნენ და ბილეთებს ამოწმებდნენ.

“მერე დაირხა ხმები, რომ ამ თანხას არ გვაძლევდნენ. ვუთხარით, რომ სამართლებრივად მივხედავდით ამ ამბავს”, – ამბობს ცაბუნია ვართგავა.

მისი თქმით, დარჩენილი თანხა დღეს უნდა მიეცათ, თუმცა არ მისცეს. ამის შემდეგ გაიმართა აქცია. თანამშრომლებმა გადაკეტეს GEM Fest-ის შესასვლელები და იქ დამსვენებლებს აღარ უშვებენ.

ცაბუნია ვართაგავამ გვითხრა, რომ დასაქმებულები, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ სასამართლოს მიმართავენ.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა გიორგი სიგუას, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

2122121

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest, რომელიც უკვე 2 წელია ანაკლიაში იმართება, 2017 წელს 14 ივლისს გაიხსნა და დღეს, 14 აგვისტოდე გაგრძელდა.

მუსიკალური ფესტივალი წელს საქართველოს სახელმწიფო პროექტის “Check in Georgia”-ს ფარგლებში დაიგეგმა და მისთვის 1.9 მლნ გამოიყო, რაც გიორგი სიგუას თქმით ბიუჯეტის 30%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი