ახალი ამბები

ბარსა 1:3 რეალი – ზიდანის დიდი უპირატესობა ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩამდე

14 აგვისტო, 2017 • 3108
ბარსა 1:3 რეალი – ზიდანის დიდი უპირატესობა ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩამდე

ესპანეთის სუპერთასის პირველი მატჩი, რომელიც “კამპ ნოეზე” გაიმართა, “ბარსელონა” “რეალთან” 1:3 დამარცხდა და საპასუხო მატჩის წინ ტიტულის მოგების შანსი მნიშვნელოვნად შეიმცირა. ზიდანის გუნდი მადრიდში 17 აგვისტოს პრინციპულ მეტოქესთან ორბურთიანი უპირატესობით ითამაშებს.

“რეალი” ხერარდ პიკეს ავტოგოლით დაწინაურდა. ანგარიში ლიონელ მესიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაათანაბრა; ფეხბურთის გულშემატკივართა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსაჯმა შეცდომა დაუშვა, რადგან კატალონიელთა ფორვარდი ლუის სუარესი მადრიდელთა მეკარეს ხესუს ნავასს არ წაუქცევია და მან აშკარა სიმულაცია ვერ შენიშნა.

მადრიდის “რეალმა”, როგორც უეფას სუპერთასზე, ამჯერადაც გუნდის ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს გარეშე დაიწყო შეხვედრა. ზინედინ ზიდანმა პორტუგალიელი ვარსკვლავი მეორე ტაიმში გამოიყვანა მოედანზე. რონალდუმ “ბარსას” კარში ეფექტური გოლი გაიტანა და როგორც ლიონელ მესიმს აღნიშნა მადრიდელთა კარში გატანილი გოლი “სანტიაგო ბერნაბეუზე”, ზუსტად ისე გამოფინა შვიდნომრიანი მაისური “კამპ ნოუზე”.

მსაჯმა რონალდუს მაისურის გახდის გამო ყვითელი ბარათი უჩვენა, რამდენიმე წუთში კი სიმულაციისთვის კიდევ ერთხელ მიიღო ყვითელი ბარათი და მოედნი მატჩის დასრულებამდე დატოვა. მიუხედავად ამისა, შეხვედრის მიწურულს კაცნაკლულმა “რეალმა” კონტრშეტევაზე “ბარსას” კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა; შეცვლაზე შემოსულმა მარკო ასენსიომ კრიშტიანუ რონალდუზე არანაკლებად ეფექტური გოლი გაიტანა.

ზინედინ ზიდანს პირველი სამი საგარეო ელ–კლასიკოდან ორი მოგებული აქვს, ხოლო ერთი ფრედ დამთავრდა – მსგავსი შედეგი “სამეფო კლუბის” ისტორიაში არცერთ სპეციალისტს აქვს. რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, მას “კამპ ნოუზე” ჩატარებული ბოლო 11 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიერლი პირველად გააძევეს ელ–კლასიკოს მატჩიდან.

კატალონიის "ბარსელონას" და მადრიდის "რეალის" პატარა გულშემატკივრები მათი საყვარელი ფეხბურთელების მაისურებით. კამპ ნიუ, კატალონია. 14.08.2017. ფოტო: EPA

კატალონიის “ბარსელონას” და მადრიდის “რეალის” პატარა გულშემატკივრები მათი საყვარელი ფეხბურთელების მაისურებით. კამპ ნიუ, კატალონია. 14.08.2017. ფოტო: EPA

მადრიდის "რეალისა" და კატალონიის" ბარსელონას მთავარი მწვრთნელები: ზინედინ ზიდანი, მის უკან – ერნესტო ვალვერდე. კამპ ნოუ, კატალონია. ფოტო: EPA

მადრიდის “რეალისა” და კატალონიის” ბარსელონას მთავარი მწვრთნელები: ზინედინ ზიდანი, მის უკან – ერნესტო ვალვერდე. კამპ ნოუ, კატალონია. ფოტო: EPA

სუარესი მადრიდელთა საჯარიმოში ოსტატურად წაიქცა, რაშიც მადრიდელთა მეკარეს ბრალი ნაკლებად მიუძღვოდა, თუმცა მსაჯმა პენალტი დანიშნა. შედეგად, მესიმ ანგარიში გაათანაბრა. კამპ ნოუ, კატალონია. 14.08.2017. ფოტო: EPA

ლიონელ მესის "რეალის" კარში გააქვს პენალტი და ანგარიში 1–1 ხდება. კამპ ნოუ, კატალონია. ფოტო: EPA

ლიონელ მესის “რეალის” კარში გააქვს პენალტი და ანგარიში 1–1 ხდება. კამპ ნოუ, კატალონია. ფოტო: EPA

ლიონელ მესისთან უხეში თამაშის გამო მსაჯი რეალის ნახევარმცველს კასემიროს ყვითელ ბარათს უჩვენებს. კამპ ნოუ, კატალონია. 14.08.2017. ფოტო: EPA

ლიონელ მესისთან უხეში თამაშის გამო მსაჯი რეალის ნახევარმცველს კასემიროს ყვითელ ბარათს უჩვენებს. კამპ ნოუ, კატალონია. 14.08.2017. ფოტო: EPA

კრიშტიანო რონალდუმ "ბარსას" კარში გატანილი ეფექტური გოლი ჩვეულ სტილში აღნიშნა. კამპ ნიუ, კატალონია. 14.08.2017. ფოტო: EPA

კრიშტიანო რონალდუმ “ბარსას” კარში გატანილი ეფექტური გოლი ჩვეულ სტილში აღნიშნა. კამპ ნიუ, კატალონია. 14.08.2017. ფოტო: EPA

რონალდუმ კამპ ნოუზე ისევე აღნიშნა გატანილი გოლი, როგორც რამდენიმე თვის წინ ლიონელ მესიმ

რონალდუმ კამპ ნოუზე ისევე აღნიშნა გატანილი გოლი, როგორც რამდენიმე თვის წინ ლიონელ მესიმ სანტიაგო ბერნაბეუზე. პორტუგალიელმა მაისურის გახდისთვის პირველი ყვითელი ბარათი მიიღო. კამპ ნოუ, კატალონია. 14.08.2017. ფოტო: EPA

კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი. რეალის ლიდერმა ბარსას კარში ეფექტური გოლი გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა. 14.08.2017. ფოტო: EPA

კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი. რეალის ლიდერმა ბარსას კარში ეფექტური გოლი გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა. 14.08.2017. ფოტო: EPA

"ბარსას" ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი ხესუს ნავასის კარში უშედეგოდ ცდილობს გოლის გატანას. კამპ ნოუ, კატალონია. 14.08.2017. ფოტო: EPA

“ბარსას” ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი ხესუს ნავასის კარში უშედეგოდ ცდილობს გოლის გატანას. კამპ ნოუ, კატალონია. 14.08.2017. ფოტო: EPA

პორტუგალიელი ვარკვლავი სიმულაციისთვის მეორე ყვითელ ბარათს იღებს და მოედანს ნაადრევად ტოვებს. კამპ ნოუ, კატალონია. 14.08.2017. ფოტო: EPA

პორტუგალიელი ვარკვლავი სიმულაციისთვის მეორე ყვითელ ბარათს იღებს და მოედანს ნაადრევად ტოვებს. კამპ ნოუ, კატალონია. 14.08.2017. ფოტო: EPA

მადრიდელთა მეკარე ხესუს ნავასი და მცველი მარსელო აღნიშნავენ ბარსას კარში გატანილ მესამე გოლს. კამპ ნოუ, კატალონია. ფოტო: EPA

მადრიდელთა მეკარე ხესუს ნავასი და მცველი მარსელო აღნიშნავენ ბარსას კარში გატანილ მესამე გოლს. კამპ ნოუ, კატალონია. ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი