ახალი ამბები

თბილისის მერობის პატრიოტთა ალიანსის კანდიდატად ირმა ინაშვილი განიხილება

14 აგვისტო, 2017 • 2376
თბილისის მერობის პატრიოტთა ალიანსის კანდიდატად ირმა ინაშვილი განიხილება

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” თბილისის მერობის კანდიდატს სავარაუდოდ დღეს, 14 აგვისტოს დაასახელებს.

პარტიის წევრმა, პარლამენტარმა ადა მარშანიამ, ნეტგაზეთს უთხრა, რომ დღეს გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე, სადაც იმსჯებენ იმაზე, ვინ იქნება მერობის კანდიდატი.

მარშანიას თქმით, პარლამენტარ ირმა ინაშვილის კანდიდატურაც განიხილება სხვა კანდიდატებს შორის. მისი თქმით, პარტიის გადაწყვეტილება დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტობრის ბოლოს გაიმართება.

თბილისის მერობის კანდიდატები დასახელებული ჰყავთ “ქართულ ოცნებას” – კახა კალაძე, “ევროპულ საქართველოს” – ელენე ხოშტარია, ენმ-ს – ზაალ უდუმაშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი – ალეკო ელისაშვილი, “შენების მოძრაობას” – თენგიზ შერგელაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი