საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 13 აგვისტოს საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

“ეს არ არის უშუალოდ საყდრისის ტერიტორია, ეს მიმდებარე ტერიტორიაა. ეკალ-ბარდები და ბალახი დაიწვა. ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლოკალიზებულია. არავითარი საფრთხე არ არსებობს, რომ დაცული ტერიტორიების ნაწილი განადგურდეს, ადგილზე ჩვენი მეხანძრე-მაშვლების 4 ჯგუფი მუშაობდა და მათ მოახერხეს, რომ არც ახლოს მდებარე ტყის მასივზე გადადებულიყო ცეცხლი და არც კერძო მფლობელობაში არსებულ ხის კოტეჯებზე”,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com