ახალი ამბები

მესტიაში ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენის გამოყენებით ეცდებიან

13 აგვისტო, 2017 • 2246
მესტიაში ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენის გამოყენებით ეცდებიან

მესტიაში ტყის მასივს ხანძარი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლი ამ დრომდე არ არის ლოკალიზებული. სამსახურის ცნობითვე, ჯერ-ჯერობით ფართობის თქმაც არ შეუძიათ.

იქედან გამომდინარე, რომ მესტიაში ხანძარი რთულ რელიეფზეა, ხანძრის ჩაქრობის პროცესში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენიც, რომლიც სამსახურის ცნობით, ამ წუთებში 15:10 მესტიის მიმართულებით მიფრინავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი