“ღირსეული პარტნიორი 2017-ის” ფარგლებში მრავალეროვანი წვრთნები დასრულდა

ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მრავალეროვანი სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2017″ დღეს 12 აგვისტოს დასრულდა.

სწავლება უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი იყო – მასში მონაწილეობა დაახლოებით 2800 სამხედრომ მიიღო და მასში 8 ქვეყანა – საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინაიღებდა მონაწილეობას.

სწავლებაში გამოიყენებეს აშშ-ის ტანკი “აბრამსი”, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, “ბრედლი” და “სტრაიკერი”, აგრეთვე- გერმანულ ჯავშანრტანსპორტიორ “ბოქსერი”. სწავლებაში ჩართული იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არსებული ტ 72 ტიპის ტანკი, ქსმ 2, საარტილერიო დანადგარი დანა (152 მმ) და ჯავშანტრანსპორტიორი “დიდგორი”.

წვრთნების დახურვის შონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრექზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

როგორც მრავალეროვანი სამხედრო სწავლების საჩვენებელი წვრთნების დასკვნით ღონისძიებაზე ქვეყნის მთავარსარდალმა მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა:

“მივესალმები და მადლობას ვუხდი ყველა ქვეყნის წარმომადგენელს, შესაბამის უწყებებს, ვინც ასეთი ფართომასშტაბიანი და ჰარმონიულისწავლების განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.ქართველი ერი, ქართული საზოგადოება მადლობელია თქვენი სამსახურისთვის და თქვენი მშობლიური ქვეყნებიც მადლობელი არიან იმსამსახურისთვის, რასაც თქვენ მათ უწევთ. ჩვენს საზოგადოებებს აქვს უნარი განვითარდეს, იმიტომ რომ თქვენ აი ამ ვალდებულებას, რომელზეც მე ვსაუბრობდი პირნათლადემსახურებით. მადლობა პირადად ჩემგან და ქართული საზოგადოებისგან ამ სამსახურისთვის. ღმერთი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს, ღმერთიფარავდეს საქართველოს და ჩვენს მეგობრებს” – თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

სწავლებას ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ევროპაში აშშ-ის არმიის G3ის უფროსი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათასაკითხებში. მრავალეროვანი სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში სამხედრომოსამსახურეებს ჯილდო გადაეცათ. ვაზიანის პოლიგონზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო მისიებში დაღუპულჯარისკაცებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.