შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ფონიჭალაში ორი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფონიჭალაში შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვსა და გასაღებაში ედებათ ბრალი.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 33 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით)” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.