ახალი ამბები

გელა მიქაძე vs რაკია – რა დაადგინა ბრიტანულმა სასამართლომ

11 აგვისტო, 2017 • 3357
გელა მიქაძე vs რაკია – რა დაადგინა ბრიტანულმა სასამართლომ

ინგლისისა და უელსის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის წევრ გელა მიქაძესთან სავარაუდოდ დაკავშირებული 3 კომპანიის აქტივები დაყადაღდა. სასამართლოში მომჩივანი მხარე, რას ალ ხაიმას საამირო ინგლისსა და უელსში რეგისტიტრებული 14 სხვადასხვა კომპანიის აქტივების გაყინვას მოითხოვდა, მაგრამ სარჩელი სრულად არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანი მხარის მტკიცებით, თოთხმეტივე კომპანია მიქაძესთან არის დაკავშირებული. თუმცა მიქაძის თქმით, ამ კომპანიებიდან მისი მხოლოდ “ბესთფორტ დეველოპმენტი” და “მენლაინ პროჯექტია”, რომლების ყადაღაზეც სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია. ასევე რას ალ ხაიმას კუთვნილ “რაკია ჯორჯიას”, რომლის ხელმძღვანელიც იყო გელა მიქაძე თავადაც დაეკისრა მისთვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, სულ მცირე 500 000 ფუნტის ოდენობით. მიქაძის თქმით, “რაკია ჯორჯიას” განცხადება, რომ მათ სასამართლო პროცესი მოიგეს სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც რას ალ ხაიმას ინტერესების დამცველი ლუსი ვარდი აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ დავა მის კლიენტსა და მიქაძეს შორის გრძელდება როგორც საქართველოში, ისე გაერთიანებულ საემიროებში, მათ ბრიტანულ სასამართლოს ქონების გაყინვის მოთხოვნით მიმართეს, რათა გარანტია ჰქონდეთ, რომ თუ სხვადასხვა საქმეში მიქაძის გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, მას შესაძლებლობა ექნება ვალი დააბრუნოს და მანამდე ქონების გასხვისება ან გამოყენებას ვერ შეძლებს. რას ალ ხაიმას მტკიცებით, მიქაძეს მათთვის ჯამში 42 561 555 აშშ დოლარი აქვს დასაბრუნებელი.

ერთ-ერთ ეპიზოდში გელა მიქაძეს გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად უკვე მიუსაჯა, თუმცა საქმე ჯერ დახურული არ არის.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოქვეყნებულია ბრიტანულ-ირლანდიური სამართლებრივი ინფორმაციის ინსტიტუტის ოფიციალურ გვერდზე.

სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვრცლად არის განხილული სასამართლოში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მასალა.

ამ მასალის თანახმად, 2006 წელს გაერთიანებული საემიროებიდან ერთ-ერთმა ქვეყანამ რას ალ ხაიმამ გადაწყვიტა ინვესტიცია საქართველოში განეხორციელებინათ. ქვეყნის მმართველმა ოჯახმა ამ საქმის ხელმძღვანელად ხატერ მასაადი დანიშნა. ის იყოს კომპანია “რაკიას” აღმასრულებელი დირექტორი და ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც ინვესტიციების შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად არ სჭირდებოდა ოჯახის თანხმობა. მას ასევე მისცეს უფლება თანაშემწედ შეერჩია ნებისმიერი პირი, რომელსაც ის საჭიროდ ჩათვლიდა.

მასაადმა გაიცნო გელა მიქაძე და გარკვეული დროის შემდეგ შესთავაზა მას, რომ გამხდარიყო “რას ალ ხაიმას” პარტნიორი საქართველოში. მომჩივანი მხარე აცხადებს, რომ მიქაძემ და მასადმა ბოროტად ისარგებლეს მათთვის გადაცემული უფლებებით. მათი მტკიცებით, მიქაძემ გადაამისამართა თანხები თავის პერსონალურ საბანკო ანგარიშზე და “რას ალ ხაიმას” კომპანიების ნაცვლად კონტრაქტებიდან მიღებულ სარგებელს თვითონ იღებდა. ზემოთხსენებული კონტრაქტორები ასევე იყვნენ მის მიერ ხელოვნურად შექმნილი კომპანიები და რეალურად არანაირ სერვისს უწევდნენ “რას ალ ხაიმას” მიღებული თანხის სანაცვლოდ.

სასამართლოსთან მიქაძე ბრალდებას უარყოფს. მისი განცხადებით, არსებობს შესაბამისი ახსნა ყველა იმ ტრანზაქციისა, რომელიც მან განახორციელა. მან სასამართლოს მისცა ჩვენება და აღწერა თავისი საქმიანობა. ის აცხადებს, რომ მან იცოდა, რომ მასაადი ოჯახის ნდობით სარგებლობდა და ფიქრობდა, რომ ყველა პროექტის შესახებ დეტალები განხორციელებამდე თანხმდებოდა მათთან. მან სასამართლოს აღუწერა განხორციელებული პროექტები და პრობლემები, რომლებსაც ის აწყდებოდა და ის ხერხები, რომლებსაც იყენებდა პროექტების წარმატებით დასრულებისთვის. ის აცხადებს, რომ სარგებელი, რასაც იღებდა შეთანხმებული იყო მასაადთან და პროპორციული იყო მის მიერ გაწეული საქმისა. იმ შემთხვევებში კი, როდესაც კონტრაქტორები მისი კომპანიები იყვნენ, ეს საკითხიც სრულად თანხმდებოდა მასაადსა და რას ალ ხაიმასთან მმართველებთან.

მიქაძის თქმით, სიტუაცია 2010 წლის ოქტომბრის შემდეგ შეიცვალა, მაშინ როდესაც შეიხი საუდი, რომელიც საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს ხელმძღვანელობდა ამირა გახდა. ამირა არ იყო დაინტერესებული გაერთიანებული საემიროების საზღვრებს გარეთ მუშაობით და მას “ახალი ფოკუსი” ჰქონდა, რა მიზეზითაც მოსთხოვა მასაადს ამოეღო უცხო ქვეყნებში შეგროვებული ქონება. მიქაძე სასამართლოში აცხადებს, რომ ამირას სურდა ჩამოეშორებინა მასაადი, რაც მისი აზრით, იმით იყო გამოწვეული, რომ შეიხის შვილს, რომელიც პრინცი გახდა 2010 წლის დეკემპერში, სურდა ამირას მარჯვენა ხელი გამხდარიყო მასაადის ნაცვლად. “რაკიაზე” კონტროლი ამის შემდეგ ამირას ოჯახმა მიიღო. მასაადის დისკრედიტაციასთან ერთად ოჯახმა იერიში მიიტანა მიქაძეზე და წამოიწყო სამართლებრივი დევნა მის წინააღმდეგ საქართველოში. მიქაძე დარწმუნებულია, რომ ბრალდებები მის წინააღმდეგ პოლიტიკურადაა მოტივირებული და მიზანმიმართულია იმ თანხის დასაბრუნებლად, რომელიც მას კანონიერად გადაუხადეს.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მიუთითებს, რომ საქმეში 4 სხვადსხვა ეპიზოდი არებობს. ის ორ მათგანს განიხილავს: ეს არის თბილისი მოლის და ფოთის პორტისა და ტერმინალის სამშენელო პროექტები.

მიქაძე აცხადებს, რომ ამ პროექტზე მუშაობის დროს ის “რაკიინ დეველოპმენტის” გენერალური დირექტორი იყო. მისი განცხადებით, მშნებელობისათვის ტერიტორიის შესასყიდად 7.2 მილიონი დოლარი გადაიხადეს 2006 წლის ოქტომბერში, იმაზე გაცილებით ნაკლები ფასი, ვიდრე ეს თავიდან იყო მოთხოვნილი. მისი თქმით, მან თავადვე მოიზიდა ევროპული ბრენდები მოლში.

ფოთის პორტისა და ტერმინალის მშენებლობისათვის “რაკიამ” უფლება 155 მილიონი დოლარის სანაცვლოდ მიიღო. მიქაძის თქმით, კომპანიამ იყიდა ტერიტორია იმ პირობით, რომ ის 400 ჰექტარზე ააშენებდა პორტს, 2012 წლისათვის აეროპორტს და თავისუფალ სავაჭრო ზონას. მიქაძის თქმით, პროექტი წარმატებით ხორციელდებოდა – 2008 წელს მოგება 7 მლნ დოლარი იყო, 2012 წელს კი უკვე 27 მლნ. თუმცა მიქაძის თქმით, ამის შემდეგ რას ალ ხაიმამ ინტერესი დაკარგა ინვესტიციის მიმართ და მას სთხოვეს, რომ ახალი ინვესტორი მოეძებნა. პორტების გლობალურმა ოპერატორმა მოგვიანებით შეიძინა პორტის წილები ისეთი პირობებით, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.

პირველი საქმე საქართველოში აღიძრა და ის 232 000 დოლარის გადახდას ეხება. ეს თანხა არის რას ალ ხაიმას მოსარჩელეების მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა მიქაძის წინააღმდეგ საქმის წარმოებაში, რომელიც კომპანიის წილის დაბრუნებას ეხება. წილი მიქაძის მტკიცებით მას 2011 წელს გადაეცა, როდესაც კომპანიამ საქართვლოდან ინვესტიციების გატანა დაიწყო. ეს იყო ზეპირი შეთანხმება მასსა და მასაადს შორის.

მომჩივანი მხარე ამტკიცებს, რომ მიქაძემ აქციები თაღლითური გზით მიითვისა და მას ძალიან დიდი ხელფასი ერიცხებოდა იმ საქმისათვის, რასაც აკეთებდა. თანხა თვეში 10 000 დოლარიან 26 000 დოლარამდე იყო. ოჯახი ამბობს, რომ მიქაძეს არ შეეძლო აქციების ფლობა. მიქაძე საპირისპიროს ამტკიცეს და აცხადებს, რომ ნაწილობრივი წილის ფლობის უფლება ჰქონდა და ხელფასის მიღება 2008 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ბიზნესი გაიზარდა. მანამდე 2006-2007 წლებში ის ანაზღაურების გარეშე მუშაობდა მნიშვნელოვან პროექტებზე. სააქციო კაპიტალი ნაწილობრივ ნაწილდებოდა ამ ადრეული მუშაობისთვის და შეთანხმებული იყო მასაადთან ყველა შესაბამისი უფლებამოსილებით.

ამ ბრალდებასთან დაკავშირებით მიქაძის წინააღმდეგ გამოძიება 2013 წელს მიმდინარებდა და ის დააკავეს. მიქაძე ამტკიცებს, რომ ეს დაკავება პოლიტიკურად იყო მოტივირებული და საპროცესო შეთანხმებას მის ოჯახში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო დათანმდა.

მიქაძემ ბრალი აღიარა და 2013 წლის ბოლოს დაუბრუნა ოჯახს აქციები. ამის შემდეგ მან ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში იჩივლა.

შემდეგი საქმე უკვე არაბთა გაერთიანებულ საემიროში განიხილება. ეს არის რას ალ ხაიმას სარჩელი მასაადის, მიქაძისა, ჯანაშიას (ის მიქაძის პატრნიორი იყო) და “რაისტარის” წინააღმდეგ ფოთის პორტის პროექტზე. რაკიამ რაისტარს 2010 წელს დადებული პარტნიორობის ხელშეკრულების პირობებზე უარის თქმის სანაცვლოდ, რომლის მიხედვითაც კომპანიას 19 მლნ დოლარის ღირებულლების კონტეინერების სერვისი უნდა გაეწია, კომპენსაციის სახით 17.2 მლნ დოლარი გადაუხადა. შეთანხმება გაუქმდა, იმიტომ რომ რაკიამ პორტის გაყიდვა გადაწყვიტა. განმცხადებლები ამტკიცებენ, რომ პორტის პოტენციური შემძენი აცხადებდა, რომ პორტი უფრო ნაკლებ ღირებული იქნებოდა თუ რაისტარს არ დარჩებოდა სერვისის გაწევის უფლება, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ რაისტარს თავისი ვალდებულებები შეუნარჩუნდებოდა. ამიტომ რაისტარს 2011 წელს 17.2 მლნ დოლარი გადაუხადეს, რომ პორტი გაყიდულიყო.

მომჩინავი მხარე მიიჩნევს, რომ ეს იყო მიქაძის მიერ წინასწარ დაგეგმილი თაღლითური ქმედება, რომ მისი პარტნიორებისთვის რაკიას დიდი მოცულობის თანხა გადაეხადა. ისინი მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ მეილი, რომლიც პოტენციური მყიდველისაგან მიიღეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ პორტს მხოლოდ რეისტარის შეთანხმებისაგან გათავისუფლების შემდეგ იყიდდნენ 2010 წლის 3 ნოემბრით თარიღდება, რეისტართან ხელშეკრულება კი პორტმა მეორე დღეს, 4 ნოემბერს დადო. ამიტომ მომჩივანი მხარე მიიჩნევს, რომ მიქაძემ ხელოვნურად გააჩინა ეს გარემოება. მიქაძე ამ ბრალს უარყოფს. მოსამართლემ არაბთა გაერთიანებულ საემიროში სამართლიანად მიიჩნია მომჩივანი მხარის პრეტენზიები და თქვა, რომ მიქაძეს შესაძლოა ჰქონდეს და აკონტროლებდეს საქმეში არსებული კომპანიების აქტივებს.

საქმეში აქტივების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტებში წარმოდგენილია ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 2012-2015 წლებში მიქაძე ყიდდა შპს-ებს სხვა პირებზე. თუმცა ზუსტი ინფორმაცია სასამართლოს არ აქვს. ის მხოლოდ გამოთქვამს ეჭვს, რომ მიქაძეს შესაძლოა ჰქონდეს ქონება, რომელიც ქონებრივ დეკლარაციაში არ არის ასახული.

შემდეგ სააპელაციო სასამართლომ განიხილა აქტივების არსებობის, მათი გაბნევის რისკების, მიზანშეწონილობის და გასაჩივრების საფუძვლები. ასევე შეეძლო თუ არა საქართველოში სასამართლოს მსოფლიოს მასშტაბით აქტივების გაყინვის ბრძანების გაცემა.

მოსამართლეებმა საქმის გაცნობის შემდეგ აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა 14-დან სამი მოპასუხის, სამი შპს-ს მიმართ. ეს კომპანიებია: “ლაბბეი დეველოპმენტი”, “ვორლდფანდ უნივერსალი” და “ლუქსტრონ ვორლდვაიდი”. ეს ბრძანება მიემართება აქტივებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გარდა საქართველოში არსებულისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი