ახალი ამბები

შავგულიძის განმარტებები “რესპუბლიკელებთან” შეუმდგარი ბლოკის თაობაზე

11 აგვისტო, 2017 • 2378
შავგულიძის განმარტებები “რესპუბლიკელებთან” შეუმდგარი ბლოკის თაობაზე

მიზეზებზე, თუ რატომ ვერ გაერთიანდნენ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბლოკში “თავისუფალი დემოკრატები” და “რესპუბლიკური პარტია”, შალვა შავგულიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ამბობს, რომ საარჩევნო ბლოკი ორივე პარტიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ შედგა, ხოლო თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის თაობაზე ალეკო ელისაშვილთან წარუმატებელი მოლაპარაკება არ ყოფილა პროექტის ჩაშლის მთავარი კომპონენტი.

როგორც შალვა შავგულიძე აცხადებს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედმეგ “თავისუფალ დემოკრატებს” შეიქმნა მძიმე ვითარება, ვინაიდან პარტია ბევრმა ლიდერმა და წევრმა დატოვა.

“ასეთ ვითარებაში ჩვენთვის დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, რადმენად მიზანშეწონილი იქნებოდა, გავსულიყავით და მაინც მონაწილეობა ფაქტობრივად კარსმომდგარ თვითმართველობის არჩევნებში. ამ დროს მივიღეთ მეტად საინტერესო წინადადება საინტერესო პროექტის სახით, რომლის განხორციელების შემთხვევაში მიზანშეწონილი იქნებოდა და ჩვენ საკმაოდ სოლიდურად შევძლებდით წარვმდგარიყავით ამომრჩევლის წინაშე. ამ პრეოქტის პირველი საფეხური ითვალისწინებდა ბლოკის შექმნას რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად, რაც ფორმალურად არ არის განხორციელებული და რეგისტრირებული. თუმცა, რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ ჩვენ და რესპუბლიკელებმა ერთობლივად, ამის შესახებ ვაუწყეთ კიდეც საზოგადოებას. სამწუხაროდ, ამ პროექტის შემდეგი შემადგენლობების განხორციელება ვეღარ მოხერხდა” – განმარტავს “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი.

შალვა შავგულიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საარჩევნო ბლოკის შექმნა შეუძლებელი გახდა, როგორც “თავისუფალი დემოკრატებისგან”, ასევე “რესპუბლიკელებისგან” დამოუკიდებელი მიზეზების გამო:

“ჩვენი მიზეზით არ მომხდარა, რომ ეს პრექტი ვერ განხორციელდა. ასეთ ვითარებაში დავდექით ისევ კითხვის ნიშნის წიანშე, რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა ამ პრეოქტის გარეშე არჩევნებში მონაწილეობა. რესპუბლიკურმა პარტიამ მიიჩნია, რომ მათთვის მაინც მიზანშეწონილია მონაწილეობა, ხოლო ჩვენ მივიჩნიეთ, რომ აღარ არის მიზანშეწონილი. აქედან გამომდიანრე, რესპუბლიკურმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება და იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენ კი აღარ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას.”

შავგულიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აღარ იღებენ მონაწილეობას, არ ნიშნავს იმას, რომ დროებით მაინც დარჩევნიან პოლიტიკური პროცესების მიღმა.

“ჩვენ მაქსიმალურად აქტიურად ვართ ჩაბმულები ქართულ პოლიტიკურ ცხვორებაში, მაგალითად: აქტიურად ვმონაწილეობთ საკონსტიტუციო ცვლილებების პრეოქტში; ასევე, სულ ცოტა ხანის წინ დავაყენეთ საკამოდ სერიოზული და საინტერესო წინადადება ოკუპანტ სახელმწიფოსთან ურთიერთობის რეგულირების შესახებ; ასევე, გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ა.შ. რა თქმა უნდა, სამომავლოდ ვგეგმავთ პოლიტიკურ ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას; გვაქვს სერიოზული ჩანაფიქრები და პრეექტები. საბოლოოდ, იმედი გვაქვს, “თავისუფალი დემოკრატები” ღირსეულ და მნიშვნელოვან სიტყვას ვიტყვით საქართველოს დაცვისთვის ბრძოლაში. სამწუხაროდ, როგორც ვხედავთ, ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ დასაცავი გვაქვს რუსეთის აგრესიული ქმედებებიდან გამომდიანრე. საერთოდ, [ჩვენ ღირსეულ სიტყვას ვიტყვით] ჩვენი ქვეყნის სამართლებრივ, ჭეშმარიტად თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისა და განვითარების საკითხში.

შალვა შავგულიძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილთან წარუმატებელი მოლაპარაკებები თბილისის მერობის კანდიდატად დაყენების შესახებ არ ყოფილა მიზეზი “თავისუფალი დემოკრატების” გადაწყვეტილებისა. მისი თქმით, ეს მხოლოდ ერთ–ერთი კომპონენტი იყო.

“ალეკო ელისაშვილის თბილისის მერობის კანდიდატატ წარდგენა გათვალისწინებული იყო, როგორც მისი მხარდაჭერა ერთობლივად ჩვენი ბლოკის მიერ. ეს იქნებოდა ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილი ამ პროექტისა, მაგრამ ეს არ იყო ძირითადი ნაწილი. ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენ ვაპირებდით გამოცხადებას ღია საზოგადოებრივი პლატფორმისა, რათა საზოგადოების წარმოამდგენლებისთვის გაგვეხსნა ჩვენი ბლოკის საარჩევნო სია, ვინც დაინტერესებული იყო ადგილობრივი პრობლემებით და ჩართულიყვნენ ამ საარჩევნო კამპანიაში ჩვენი სიით. ასევე, იყო სხვა შემადგენელი ნაწილები, მაგრამ არ არის ახლა ამაზე დეტალურად სასაუბრო დრო. ვინაიდან ვერ განხორციელდა ეს ბევრი შემადგენელი ნაწილი, ფაქტიურად, ამ პროექტის განხორციელება გახდა შეუძლებელი, ხოლო მის გარეშე ჩვენთვის [არჩევნებში მონაწილება მისაღები]. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ალეკო ელისაშვილის საკითხი აქ არ იყო მთავარი და საერთოდ არ დგას ასე საკითხი,” – ამბობს შავგულიძე.

დღეს, 11 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ “თავისუფალი დემოკრატები” და “საქართველოს რესპუბლიკური პარტია” 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბლოკის სახით აღარ მიიღებენ მონაწილეობას. “თავისუფალმა დემოკრატებმა” საერთოდ უარი განაცხადეს არჩევნებში მონაწილეობაზე, ხოლო “რესპუბლიკელები” დამოუკიდებლად გავლენ არჩევნებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი