ახალი ამბები

კობიაშვილი: ფეხბურთის ფედერაციის ვალი წელიწადნახევაში 8 მლნ ლარით შემცირდა

11 აგვისტო, 2017 • 1531
კობიაშვილი: ფეხბურთის ფედერაციის ვალი წელიწადნახევაში 8 მლნ ლარით შემცირდა

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, მისი გუნდს ფედერაციაში 17 მილიონი ლარის საგარეო და საშინაო ვალი დახვდათ, რაც წელიწადნახევარში 8 მილიონი ლარით შემცირდა. ამის შესახებ მან GFF-ს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

“ჩვენ ფედერაციაში დაგვხვდა 17 მილიონი ლარის საგარეო და საშინაო ვალი. წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც ჩვენ ფედერაციაში მოვედით, ეს ვალი დაახლოებით 8 მილიონი ლარით შემცირდა. ამ კუთხით ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს და მნიშვნელოვანია, რომ ეტაპობრივად კიდევ უფრო შევამციროთ ეს ვალდებულებები. ჩვენი მიზანია, რომ ყოვლწლიურად უფრო და უფრო ნაკლები ვალები გვქონდეს. ეს უფრო მეტ შესაძლებლობას გაგვიჩენს, რომ ფეხბურთის ფედერაციამ თავისი ფინანსური რესურსი გამოიყენოს სხვადასხვა პროექტების კუთხით. ამ მხრივ ძალიან სწორად და დამაკმაყოფილებლად მივდივართ, რაც ძალიან მახარებს,” – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

დღეს, 11 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური ყრილობა გაიმართა, რომელსაც ფიფასა და უეფას წარმომადგენლებიც დაესწრნენ. გფფ-ს პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, მათ დადებითად შეაფასეს კობიაშვილის გუნდის მუშაობა. დელეგატებმა გაწერილი საკითხები განიხილეს და რეგლამენტით გაწერილ დოკუმენტებს ერთხნად დაუჭირეს მხარი.

ლევან კობიაშვილი წარადგენს ფეხბურთის ფედერაციის განვლილი წლის ანგარიშს. 11.08.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ლევან კობიაშვილი წარადგენს ფეხბურთის ფედერაციის განვლილი წლის ანგარიშს. 11.08.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი