ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალი მავთულხლართები, ამჯერად სოფელ ხურჩასთან

11 აგვისტო, 2017 • 2877
ახალი მავთულხლართები, ამჯერად სოფელ ხურჩასთან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასთან, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან ადმინისტრაციული საზღვარი გადის, რუსულმა სამხედრო ძალებმა მავთულხლართები გაავლეს, რითაც სოფლის მაცხოვრებლების ცნობით, 2 ჰექტარზე მეტი დამუშავებული მიწა დაეკარგათ.

როგორც ადგილობრივებმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ს განუცხადეს, მავთულხლართები იმ ბოძებზე გაავლეს, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დამონტაჟდა.

ადგილობრივი მაცხოვრებლების განმარტებითვე, რამდენიმეთვიანი პაუზის განმავლობაში, იმედი გაუჩნდათ, რომ ჩადგმულ ბოძებზე მავთულხლართების გაბმას რუსულ-აფხაზური მხარე აღარ აპირებდა.

მავთულხლართების გავლების საკითხს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების ადმინსტრაციულ საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე,  ქართული მხარე მუდმივად აყენებს როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში. საპასუხოდ, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები აცხადებენ, რომ ქართულ მხარეს სთვაზობენ ერთობლივად გადაჭეან ბორდერიზაციის საკითხები, რათა, შემდგომ ადგილობრივი მოსახლეობა მსგავსი მოულოდნელობებისგან დაიცვან. ქართული მხარე დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას არ აღიარებს და მათ საქართველოს შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს, შესაბამისად, მსგავს საზღვრებს არ ცნობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი