თბილისში მაჩაბლის 17-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

როგორ აპირებს მთავრობა საუკუნის წინ მოხატული სადარბაზოების გადარჩენას თბილისში [ფოტო]

მას შემდეგ, რაც XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში თბილისში ევროპული ტენდენციები მომძლავრდა, ქალაქის არქიტექტურა საგრძნობლად შეიცვალა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ქალაქური სახლების ნაწილად იქცა, სადარბაზოებია. ქართველი თუ უცხოელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული შესასვლელები უნიკალური ორნამენტებითა და ნახატებით დამშვენდა და სახლების მეპატრონეთათვის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა.

საუკუნის შემდეგ დედაქალაქს რამდენიმე ათეული მოხატული სადარბაზოღა შემორჩა. სადარბაზოების უდიდესი ნაწილი საბჭოთა რეჟიმის უხეშ ჩარევას ემსხვერპლა. სხვადასხვა დროს კედლის ასობით მხატვრობა მოექცა საღებავის სქელი ფენის ქვეშ, რამაც ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა.

თბილისის განვითარების ფონდის ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით 50-მდე მოხატული სადარბაზოა შემორჩენილი. ფონდის მიერ რესტავრაცია ჩაუტარდა სამს, 10 სადარბაზოს აღდგენა კი უახლოეს 3-4 წელიწადში იგეგმება.

თბილისში ასათიანის 58-ში მდებარე სახლის სადარბაზო, სადაც მხოლოდ შესასვლელში შემორჩა მოხატულობა 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

თბილისში ასათიანის 58-ში მდებარე სახლის სადარბაზო, სადაც მხოლოდ შესასვლელში შემორჩა მოხატულობა 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

სწორედ ამის გამო აფასებს სადარბაზოებს ქალაქის ერთ-ერთ სუსტ წერტილად კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი.

“თბილისის ისტორიული ნაწილისათვის ერთ-ერთი სუსტი წერტილი არის მოხატული სადარბაზოების არქონა. ყველა ამ ტიპის შენობა თავის დროზე იყო მოხატული, საბჭოთა პერიოდში კი უმეტესობა გადაღებეს და ე.წ. “პადიეზდებად” აქციეს. თუმცა, ეს ფაქტი უნებლიედ გაკეთებული კონსერვაციაა. საღებავის საფარის უკან არსებობს ის ისტორიული მოხატულობა, რომელიც თანადროული იყო ყველა ასეთი ტიპის შენობისათვის. სხვა საქმეა, რომ ამას დიდ თანხებთან გავყავართ და ყველა ნახატი ვერ იქნება თავიდან გამოვლენილი”, – ამბობს ცირა ელისაშვილი.

შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ყველაზე მეტად დავით აღმაშენებლის #36-ში მდებარე სახლს გაუმართლა.

თბილისში აღმაშენებლის 36-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

თბილისში აღმაშენებლის 36-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

აქ მხატვრობის დიდი ნაწილი პირვანდელი სახით შემორჩა, პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში კი სრულად რესტავრირდა.

თბილისში აღმაშენებლის 36-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

თბილისში აღმაშენებლის 36-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

მეცენატ ერასტი ჭავჭანიძის მიერ დაპროექტებული, უნიკალური მხატვრობით გამორჩეული შენობის ისტორია 1903 წლიდან იწყება. ერთ-ერთ ბინაში დღემდე ცხოვრობს არქიტექტორის შვილთაშვილი, თამარ ჭავჭანიძე, რომელმაც ბაბუის ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ მნიშვნელოვან მასალას მოუყარა თავი. მისი თქმით, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, როცა არქიტექტორი გააკულაკეს და სახლიც ჩამოართვეს, შენობა ინტენსიურად ნადგურდებოდა.

თბილისში აღმაშენებლის 36-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

თბილისში აღმაშენებლის 36-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

“სახლის ეზო, მრგვალი შადრევნითა და ფარშევანგებით განადგურდა, სახურავზე კი მცენარეებმა დაიწყეს ამოსვლა. მოუვლელობისგან ზიანდებოდა შენობის კედლები, მათ შორის, მხატვრობა. ინტერიერი სრული განადგურებისგან მამამ გადაარჩინა, რომელმაც საშუალება არ მისცა ხელოსნებს, კედლები გადაეღებათ. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში.

მერიის მუშაობითა და შენობის რესტავრაციით ძალიან კმაყოფილი ვარ. პროცესი დიდხანს გრძელდებოდა და გაკეთდა როგორც შიდა ინტერიერი, ისე ეზოს მხარე”. – ამბობს თამარ ჭავჭანიძე.

თბილისში აღმაშენებლის 36-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

თბილისში აღმაშენებლის 36-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

აღმაშენებლის #36-ის სარესტავრაციო სამუშაოებს დადებითად აფასებს ცირა ელისაშვილიც. თუმცა, მისივე თქმით, ამ შემთხვევაშიც გამოვლინდა პრობლემა, რომელიც იქამდეც ხშირად იჩენდა თავს: სამუშაოების ჩქარი ტემპი.

თბილისში აღმაშენებლის 36-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

თბილისში აღმაშენებლის 36-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

“სარესტავრაციო ჯგუფის კვალიფიკაცია იყო ძალიან მაღალი. პრობლემა იყო ის, რომ მთელ ამ პროცესში დამკვეთი, თბილისის განვითარების ფონდი, აჩქარებდა ჯგუფს და სთხოვდა, რაც შეიძლებოდა, მალე დაემთავრებინათ სამუშაოები. თუმცა, პროცესს სჭირდება დრო და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი ფიქსირებულ პერიოდში დასრულების მოთხოვნა. ეს პრობლემა დგას მუდმივად, როდესაც დამკვეთია მერია ან თბილისის განვითარების ფონდი. ასეთივე ვითარება იყო ღვინის აღმართზე, როცა სადარბაზოს მოხატულობა გამოვლინდა , თუმცა იმის გამო, რომ შენობის სარესტავრაციო სამუშაოები უხარისხოდ და ნაჩქარევად ჩატარდა, უკვე რესტავრირებული სადარბაზოს კედლები დაზიანდა”, – ამბობს ელისაშვილი.

თბილისში აღმაშენებლის 36-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

თბილისში აღმაშენებლის 36-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

მოსაზრებას არ იზიარებენ თბილისის განვითარების ფონდში. მათი თქმით, “სარესტავრაციო   სამუშაოებს   არასდროს   არსად   აჩქარებენ,   მათ   შორის სადარბაზოების   რესტავრაციას”.

საუკუნოვან ისტორიას მაჩაბლის 17-იც ინახავს. მეწარმე მიხეილ კალანტაროვმა აქ 1908 წელს დაიდო ბინა. მანამდე, არქიტექტორმა ლაზარ სარქისიანმა შენობას ნახევარი საუკუნით ადრე დაბადებული ნეომავრიტანული სტილი მოარგო და ოჯახსა და ქალაქს თბილისის მასშტაბით ერთ-ერთი უნიკალური სადარბაზო დაუტოვა. შენობას რესტავრაცია 2013-2014 წლებში ჩაუტარდა.

თბილისში მაჩაბლის 17-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

თბილისში მაჩაბლის 17-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

თბილისში მაჩაბლის 17-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

თბილისში მაჩაბლის 17-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენობებში კი, რომლებშიც რესტავრატორები ჯერ არ შესულან, ბზარებისა და გაცვეთილი გამოსახულებების რაოდენობა იზრდება. მსგავსი ვითარებაა, მაგალითად, ჭონქაძის#12-ში, რომელიც სხვა სადარბაზოებისაგან კაფელით გაწყობილი კედლებით გამოირჩევა.

თბილისში ჭონქაძის 12-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

თბილისში ჭონქაძის 12-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

ის 1910-იან წლებში აშენდა თამბაქოს მწარმოებელ ბოზარჯიანცის დაკვეთით და იმ პერიოდის გამორჩეულ სახლებს შორის ლიდერობდა.

თბილისში ჭონქაძის 12-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

თბილისში ჭონქაძის 12-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

თბილისში ჭონქაძის 12-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

თბილისში ჭონქაძის 12-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვითარება აქაც გასაბჭოების შემდეგ შეიცვალა: სახლი მეპატრონეს ჩამოერთვა და კომუნალურ ბინებად დაიშალა. გარდა იმისა, რომ შენობა წლების განმავლობაში იძარცვებოდა და ზედა სართულებზე კაფელი, პრაქტიკულად, აღარ დარჩა, მძიმეა თავად ნაგებობის მდგომარეობა. ბზარებს შენიშნავთ როგორც კედლებზე, ისე ჭერზე.

თბილისში ჭონქაძის 12-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

თბილისში ჭონქაძის 12-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

დღემდე ცხოვრობენ ძმებ სეილანოვების სახლში, რომელიც 1911 წელს ლაზარ სარქისიანს აუშენებია. კედლებზე დატანილი ნახატების მეშვეობით აქ ცალკეული ქვეყნები და კონტინენტები თავს ერთ სივრცეში იყრიან. სხვების მსგავსად, მხატვრობის ნაწილი აქაც საღებავის ახალმა ფენამ იმსხვერპლა. ის, რაც შემორჩა, დროთა განმავლობაში ზიანდება.

თბილისში გალაქტიონის 18-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

თბილისში გალაქტიონის 18-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

რა შეიძლება იყოს რესტავრაციის პროცესის შემაფერხებელი ფაქტორი? ცირა ელისაშვილი რამდენიმე მიზეზზე საუბრობს. მისი თქმით, სადარბაზო ბოლო წერტილია – მის რესტავრაციამდე სხვა ყველა პრობლემა უნდა მოგვარდეს და შენობა ბოლომდე გაჯანსაღდეს. კულტუროლოგი ასევე აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა საქმე არა შენობას, არამედ იქ მცხოვრებ ადამიანებს ეხებათ.

“ზოგადად, სადარბაზოს რესტავრაციები მოითხოვს ძალიან დიდ თანხებს. ამიტომ, ქალაქის ხელისუფლება ყოველთვის იკავებდა თავს, რომ საკუთარ თავზე აეღო ეს ტვირთი, რაც, პრინციპში, გასაგებია. აქ კიდევ ერთი პრობლემაა: თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ პრიორიტეტია არა შენობა, არამედ ადამიანი, რომელიც იქ ცხოვრობს, ძალიან ძნელი ასახსნელი იქნება იმ სახლის მცხოვრებთათვის, რომელიც, შესაძლოა დღედღეზე დაინგრეს, რატომ უკეთდება რესტავრაცია, მაგალითად, გალაქტიონის #18-ს(სადაც უნიკალური მხატვრობაა) და არა მათ საცხოვრებელს. ეს არის ერთ-ერთი დილემა, რომლის წინაშეც ქალაქის მთავრობა დგას.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ სფეროში გვაქვს ძალიან მწირი პროფესიული რესურსი, მოთხოვნა კი არის გაცილებით დიდი”, – გვითხრა მან.  

თბილისში გალაქტიონის 18-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

თბილისში გალაქტიონის 18-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

თბილისში გალაქტიონის 18-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

თბილისში გალაქტიონის 18-ში მდებარე სახლის სადარბაზო. 11.08.2017. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
“თბილისის განვითარების ფონდს დამუშავებული აქვს ისტორიული  სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამა და ის არის პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი   ყველაზე  მნიშვნელოვანი   ნაწილი.   დიდი   ტურისტული მარშრუტის   განვითარების  პარალელურად   ჩვენ   ვგეგმავთ,   ისტორიული   ძეგლების რესტავრაციის   წესების   დაცვით  ეტაპობრივად   აღვადგინოთ   ყველა   ცნობილი   და მნიშვნელოვანი   სადარბაზო”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” თბილისის განვითარების ფონდში.

ქალაქის არქიტექტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილის პოპულარობის ზრდა განსაკუთრებით ბოლო წლებში შეიმჩნევა. ევროპული და აზიური ქალაქების ხედებით, ზღაპრის გმირებით, მითიური არსებებითა და ფერადი ჩუქურთმებით გაწყობილი შესასვლელების ხილვა დაინტერესებულ პირებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ. თუმცა, ტურისტულ მეგზურებში გაწერამდე, ძველი თბილისის პოპულარული სანახაობებისგან განსხვავებით, სადარბაზოები და მობინადრეები ცხოვრების მშვიდ და უხმაურო რიტმს მიუყვებიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიხეილ გვაძაბია