მერია: აღმაშენებელზე გარე კაფეების უკანონოდ მოწყობის გამო საქმის წარმოება დაიწყო

თბილისის მერიის ცნობით, განახალებულ აღმაშენებელზე ღია კაფეების უნებართვოდ მოწყობის გამო, 16 სუბიექტის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება დაიწყო.

მერიის ცნობით, სუბიექტებს  კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ან მათი დემონტაჟი დაევალათ. გარდა ამისა, კაფეების მეპატრონეებმა ბანერებზე ქართული წარწერებიც უნდა განათავსონ.

პარალელურად, აღმაშენებლის გამზირზე შენობა-ნაგებობებზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების კანონიერების შესწავლაც მიმდინარეობს, აცხადებს მერია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com