ნინო ბურჯანაძე © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

ნინო ბურჯანაძე ოკუპირებულ სოხუმში ჩასასვლელად ემზადება

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოკუპირებულ სოხუმში ჩასასვლელად ემზადება.

როგორც ნეტგაზეთს პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ბურჯანაძემ შესაბამისი სურვილი გამოთქვა და მოსამზადებელი სამუშაოებიც დაიწყო.

“მან თქვა, მაქვს სურვილი, რომ შევხვდე აფხაზ და ოს ხალხსო. ხალხთან ერთად ასევე მომიწევს დე ფაქტო ხელისუფლებასთან დალაპარაკება, რადგან მათ გარეშე არავინ შეუშვებს, თუმცა მისი უპირველესი ამოცანა საზოგადოებასთან შეხვედრაა. საჭიროების შემთხვევაში, მზად არის დაილაპარაკოს დე ფაქტო ხელისუფლებასთანაც. ეს არის სურვილის დოენზე. ამ ეტაპზე უბრალოდ სამუშაოები მიმდინარეობს”, – განუცხადეს ნეტგაზეთს პარტიის პრესსამსახურში.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com