ახალი ამბები

აბიტურიენტებისთვის რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 11 აგვისტოს იწურება

10 აგვისტო, 2017 • 2707
აბიტურიენტებისთვის რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 11 აგვისტოს იწურება

გამოცებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 11 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება. ამ დრომდე მათ შესაძლებლობა ექნებათ დაამატონ, წაშალონ ან შეცვალონ ფაკულტეტები. ასევე ამ დრომდე მიიღება აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადებიც.

აბიტურიენტებმა ცვლილებები ელექტრონულად (online.naec.ge ან www.naec.gov.ge) უნდა შეიტანონ. ყველა ცვლილება მათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუდასტურდეთ. თუ აბიტურიენტი ასეთ დადასტურებას ვერ მიიღებს, სავარაუდოდ, ეს პროცესი დასრულებული არ აქვს.

ელექტრონულ განაცხადში მისათითებელი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული აღარ არის, რისი დახმარებითად, NAEC-ის ინფორმაციით, მეორადი ჩარიცხვების საჭიროება აღარ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი