ახალი ამბები

რუსმა ჯარისკაცებმა კონფლიქტის ზონაში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

10 აგვისტო, 2017 • 1897
რუსმა ჯარისკაცებმა კონფლიქტის ზონაში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

დღეს, 10 აგვისტოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში, საოკუპაციო ხაზთან რუსმა ჯარისკაცებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას სუს–ში ადასტურებენ.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, დაკავებული ადგილობრივი მცხოვრებია. მათი ცნობით, მომხდარის შესახებ, როგორც სხვა შემთხვევებში, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედევულია ცხელი ხაზი და მუშაობენ დაკავებულის გასათავისუფლებლად.

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით კონფლიქტის ზონიდან ბოლო პერიოდში გახშირდა მსგავსი შემთხვევები. საოკუპაციო ხაზთან, რუსმა ჯარისკაცებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით წალენჯიხის რაიონის სოფელ პალურის მკვიდრი 9 აგვისტოსაც დააკავეს, რომელიც მდინარე ენგურზე სათევზაოდ იყო წასული. ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავებულები გადაჰყავთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც იმართება “სასამართლო” – მათ ჯარიმის გადახდის შემდეგ რამდენიმე დღეში ათავისუფლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი