ფოტო: ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

ალავიძე: გუბერნატორების თანამდებობებიდან წასვლა არჩევნებს არ უკავშირდება

ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის თქმით, გუბერნატორების ცვლილება მომავალ თვითმმართველობის არჩევნებთან არანაირ კავშირში არ არის და ორივე გუბერნატორმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და სხვა ცვლილებები ამ დროისთვის არ განიხილება.

ეს განცხადება ზურაბ ალავიძემ დღეს, 10 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

საქმე ეხება გურიის გუბერნატორის, გია სალუქვაძისა და რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორის, პარმენ მარგველაძის თანამდებობებიდან წასვლას.

“დინამიური პროცესია და ამ ცვლილებებში გასაკვირი არაფერი არაა. რაც შეეხება ახალ გუბერნატორებს როგორც სხვა გუბერნატორები შევარჩიეთ ანალოგოურად შევარჩევთ ახალ გუბერნატორებს. ამ ეტაპზე არ იგეგმება განსაკუთრებული არაფერი ესეც საკუთარი განცხადებებით წავიდნენ ეს ადამიანები. გამოვრიცხავ, რომ ამ ცვლილებებს არჩევნებთან აქვს კავშირი, გუბერნატორები არჩევნებს არ ატარებენ” – განაცხადა მინისტრმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი