ახალი ამბები

დღეს დეკანოზის საქმეზე სასამართლო პროცესი ბრალდების დასკვნითი სიტყვით განახლდება

10 აგვისტო, 2017 • 1777
დღეს დეკანოზის საქმეზე სასამართლო პროცესი ბრალდების დასკვნითი სიტყვით განახლდება

დღეს, 10 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდება. წინა სხდომაზე დასრულდა მტკიცებულებათა გამოკვლევს ეტაპი და დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ბრალდების მხარს დასკვნით სიტყვას მოისმენს, რის შემდეგაც, 1 სექტემბერს დასკვნითი სიტყვით სასამართლოს წინაშე დაცვის მხარე წარსდგება.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო სხდომა დახურულია, შესაბამისად ჟურნალისტებს მასზე დასწრების შესაძლებლობა არ აქვთ.


3 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურორმა ამის შესახებ საჯაროდ 13 თებერვალს განაცხადა, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია რუსთავი 2-მა გაავრცელა.  პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან „ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს. მამალაძე თბილისის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც, პროკურატურის თქმით, ბერლინში მიფრინავდა.

გენერალურმა პროკურორმა 13 თებერვალს  განაცხადა, რომ გამოძიებას ამის შესახებ მოქალაქემ შეატყობინა. “მოქალაქის თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”. 13 თებერვალს პროკურატურამ ასევე გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამია: “როგორც გაირკვა, გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე”.

ვრცლად დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე წაიკითხეთ ბმულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი