"MI-8" ტიპის სამაშველო ვერტმფრენი 09.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

რა შესაძლებლობები აქვს შსს-ის ბალანსზე არსებულ ვერტმფრენებს ხანძრების დროს

8 აგვისტოს მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის ლიკვიდაცია მეხანძრეებმა ხმელეთიდან მოახდინეს. თავდაპირველად, ადგილზე 6 სახანძრო–სამაშველო ჯგუფი გავიდა, თუმცა იმის გამო, რომ ვერ უდგებოდა ავტომობილი ხანძრის კერებს, დამატებით სახანძრო ჯგუფის მობილიზება გახდა საჭირო. ხანძრის ჩაქრობისთვის მაშველებს ვერტმფრენები არ გამოუყენებიათ.

როგორც გუშინ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ განაცხადა, ღამის პირობებში, უსაფრთხოების გამო, ხანძრის ჩაქრობა ვერტმფრენით გამორიცხულია.

"MI-8" ტიპის სამაშველო ვერტმფრენი 09.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“MI-8” ტიპის სამაშველო ვერტმფრენი 09.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამნისტრომ ჟურნალისტებს შსს-ის შერეული ავიაციის ბაზაზე განთავსებული ვერტმფრენები და მათი შესაძლებლობები გააცნო. როგორც, შსს-ის სასაზღვრო პოლიციის ავიაციის პილოტი იოსებ არჯევანიშვილი აცხადებს, შსს-ის ბალანსზე ორი MI-8 ტიპის ვერტმფრენია, რომელთა გამოყენებაც ყველა ტიპის სამაშველო ოპერაციის დროსაა შესაძლებელი:

“MI-8 აღჭურვილია ყველა სამაშველო ოპერაციისთვის. აქვს ჯალაბარი, აქვს კალათა ცეცხლის ჩასაქრობად და ა.შ. აგრეთვე, შეუძლია ღამით ფრენა, მაგრამ ღამით ფრენა ქალაქის თავზე არის დიდ რისკებთან დაკავშირებული. იმიტომ, რომ დენის სადენებია გაჭიმული, რომელსაც შეიძლება ვერტმფრენი წამოედოს და დაიღუპოს ეკიპაჟი, საფრთხე შეექმნას ხმელეთზე დასახლებას და განადგურდეს ძვირადღირებული ტექნიკა,” – ამბობს პილოტი.

"MI-8" ტიპის სამაშველო ვერტმფრენი 09.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“MI-8” ტიპის სამაშველო ვერტმფრენი 09.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

არჯევანიშვილის თქმით, შსს-ის ბალანსზე ამ დროისთვის 2 ასეთი ვერტმფრენია. ისინი ქალაქის პირობებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი რისკების გამო არ გaმოუყენებია:

“ქალაქის პირობებში არ გამოგვიყენებია. ველოდებით ხოლმე უკიდურეს მდგომარეობას, თუ ხანძრის  ჩაქრობას ვერ შეძლებენ [ხმელეთზე], შემდეგ დავეხმარებით. გუშინაც, ვიყავით  მზადყოფნაში, მაგრამ მეხანძრეებმა მოახერხეს ხანძრის ჩაქრობა. თუმცა, გასულ კვირას გამოვიყენეთ ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკში ხანძრის ჩასაქრობად,” – ამბობს იოსებ არჯევანიშვილი.

"MI-8" ტიპის სამაშველო ვერტმფრენი 09.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“MI-8” ტიპის სამაშველო ვერტმფრენი 09.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გარდა ორი MI-8 ტიპის ვერტმფრენისა, შსს-ის ბალანსზე ორი “Super Puma” ტიპის ვერტმფრენიცაა, რომლებსაც სასაზღვრო პოლიცია საზღრის მონიტორინგისთვის იყენებს.

“Super Puma აღჭურვილია მაღალი ტექნოლოგიებით, სანავიგაციო სისტემებით. მათი დახმარებით, ვაწარმოებთ საზღრის მონიტორინგს იმიტომ, რომ მას აქვს შესაძლებლობა მეტხანს გაძლოს ჰაერში. ამ ვერტმფრენის კონფიგურაცია არ არის გათვილი იმისთვს, რომ  გამოვიყენოთ ხანძრის ჩაქრობისა და სამაშველო ოპერაციებისთვის” – ამბობს სასზღვრო პოლიციის ავიაციის მფრინავი.

იოსებ არჯევანიშვილის თქმით, შსს გეგმავდა “Super Puma” ტიპის თვითმფრინავების გადაკეთებას და ხელშეკრულება ამის თაობაზე “ევრო კოპტერთან” იყო დადებული. კომპანია აღნიშნული ტიპის ვერტმფრენების სამაშველოდ გადაკეთების წინააღმდეგები იყვნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ეს კომპანია  სხვა კომპანიას, “ეარ ბასს” შეუერთდა, შსს აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომ ერთ-ერთი “Super Puma” სამ სამაშველო ტიპის ვერტმფრენზე გადაცვალონ.

"სუპერ პუმას" ტიპის ვერტმფრენი 09.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“სუპერ პუმას” ტიპის ვერტმფრენი 09.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ევროკოპტერი “სუპერ პუმა” ფრანგული წარმოების ვერტმფრენია, რომელიც გამოიყენება, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო დანიშნულებისთვის და მისი საცალო ფასი 15-დან 18 მილიონ დოლარამდეა.

მთაწმინდის ფერდობზე ძლიერი ხანძარი 8 აგვისტოს, დაახლოებით, 22:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის ლიკვიდაციას მეხანძრეები რთული რელიეფის პირობებში, რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. მთლიანობაში, 2 ჰა ფართობზე  ბუჩქნარი დაიწვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი