ახალი ამბებიკინო

თვითმფრინავის ამბავზე გადაღებული ფილმი “HBO ევროპამ” იყიდა

9 აგვისტო, 2017 • 3904
თვითმფრინავის ამბავზე გადაღებული ფილმი “HBO ევროპამ” იყიდა

რამდენიმე დღის წინ WestEnd Films-მა მიაღწია შეთანხმებებს რეზო გიგინეიშვილის ფილმის “მძევლების” საერთაშორისო რეალიზაციაზე.

მოლაპარაკებების შედეგად, კომპანია Kinovista-მ იყიდა ფილმის საფრანგეთში დისტრიბუციის უფლება, Lucky Dogs-მა სკანდინავიაში, Merlino-მ იტალიაში, Karma-მ ესპანეთში, Jushi-მ ჩინეთში. “HBO ევროპას” კი გადაეცა სატლევიზიო რეალიზაციის უფლება თავის ტელეარხებზე აღმოსავლეთ ევროპაში.

ფილმი 1980 წელს თბილისში განვითარებულ რეალურ მოვლენებს შეეხება, როდესაც ახალგაზრდების ჯგუფმა თვითმფრინავის გატაცება სცადეს საბჭოთა კავშირის დატოვების მიზნით. “მძევლები” საქართველოს, რუსეთისა და პოლონეთის საერთო პროდუქციაა. მისი საერთო ღირებულება კი 2 მლნ. დოლარამდეა. ფილმის პრემიერა თებერვალში, ბერლინის კინოფესტივალზე შედგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი