ახალი ამბები

რუსმა ჯარისკაცებმა საქართველოს მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს

9 აგვისტო, 2017 • 1793
რუსმა ჯარისკაცებმა საქართველოს მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს

დღეს, 9 აგვისტოს, საოკუპაციო ხაზთან, რუსმა ჯარისკაცებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით წალენჯიხის რაიონის სოფელ პალურის მკვიდრი ახალგაზრდა კაცი დააკავეს, რომელიც მდინარე ენგურზე სათევზაოდ იყო წასული. ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

“ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად,” – განგვიცხადეს სუს–ში.

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით კონფლიქტის ზონიდან ბოლო პერიოდში გახშირდა მსგავსი შემთხვევები. ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავებულები გადაჰყავთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც იმართება “სასამართლო” – მათ ჯარიმის გადახდის შემდეგ რამდენიმე დღეში ათავისუფლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი