ახალი ამბები

EU-ს წარმომადგენლობა: პუტინის ვიზიტი საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრას

9 აგვისტო, 2017 • 1806
EU-ს წარმომადგენლობა: პუტინის ვიზიტი საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრას

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტს ეხმაურება. სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი ვიზიტები “საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრაზე მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას”:

“რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, რომელიც მან 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავზე განახორციელა, ისევე როგორც მანამდე განხორციელებული სხვა ვიზიტები, არღვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრაზე მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას. ევროკავშირის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,” – ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. ქართულმა მხარემ პუტინის აფხაზეთში ჩასვლა პროვოკაციულ ქმედებად შეაფასა.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი