ახალი ამბებირეკლამა

ნანო ჯაგრისი, რომელსაც კბილის პასტა არ ჭირდება – შეიძინეთ საქართველოში

9 აგვისტო, 2017 • 10286
ნანო ჯაგრისი, რომელსაც კბილის პასტა არ ჭირდება – შეიძინეთ საქართველოში

ქართულ ბაზარზე უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ ინოვაციური პროდუქტი – ნანო კბილის ჯაგრისი.  ტრადიციული ჯაგრისთან შედარებით  ნანო ჯაგრისს ერთი მთავარი უპირატესობა აქვს – მას კბილის პასტა არ სჭირდება.

საშუალო ზომის კბილის პასტა ადამიანს დაახლოებით 1 თვე ყოფნის. ჯაგრისს კი ორ-სამ თვეში ერთხელ ვცვლით. ეს მაშინ, როცა ნანო ჯაგრისის მოხამრების ვადა ოთხიდან ექვს თვემდე, ანუ სრულ გაცვეთამდეა.

ამ უნიკალურ ჯაგრისს, რამდენიმე დონიანი ფორმის ჯაგრულებით, შეუძლია კბილების ბუნებრივი სითეთრე აღადგინოს. მის ჯაგრულებზე გარდა ბუნებრივი მინერალების შემცველი ნანო-შემავსებლისა, დაფენილია აქტიური ნანო იონები, რომლებიც გამოირჩევიან ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედების უნარით.

ჯაგრისის გამოყენების დროს კბილები იფარება უმცირესი ნანო-მინერალური აპკით, რომელიც დიდი ხნით იცავს კბილის ემალს ბაქტერიების მავნე ზემოქმედებისაგან, ნადების წარმოქმნისაგან და კარიესისგან.   ყოველდღიური გამოყენებისას ჯაგრულებზე დაფენილი ნანო შემავსებლები ავრცელებენ ანტიმიკრობულ, ანტიბაქტერიულ აგენტებს, რომლებიც 90%-ით ანადგურებენ ბაქტერიებს.

მას ასევე  გააჩნია მაღალტექნოლოგიური ნანო სტერილიზაციის უნარი, აცილებს ღრძილების ჭუჭყს და აქრობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან.

ნანო ჯაგრისი იდეალურია მათთვის, ვისაც ბრიკეტები ან იმპლანტირებული კბილები აქვთ. მას აქვს ტალღისებური ზედაპირი და   სამ დონიანი ნანო-ბოჭკოვანი აღნაგობა:

[checklist]

  • ჩვეულებრივი მომრგვალებული ძირებით.
  • შედარებით წვრილი.
  • ძალიან  წვრილი.

DSC_0136

[/checklist]

ამ საშუალებით,  ზედა წმინდა ნაწილი მოქნილად და რბილად აღწევს ბრიკეტსა/იმპლანტსა და ღრძილს შორის არსებულ არეში და ასუფთავებს, როგორც ამ არეს, ისე ყველაზე ძნელად მისადგომ ადგილებს.

„ეს ახალი პროდუქტი იდეალურია, როგორც პატარებისთვის, რომელთაც ხეხვის დროს ხშირად ეყლაპებათ კბილის პასტა, ასევე დიდებისათვისაც, რომლებსაც აწუხებთ ალერგია კბილის პასტის მიმართ ან უბრალოდ სამსახურში არ აქვთ კბილების პასტით გამოხეხვის საშუალება,“ – აცხადებენ კომპანია „ნანოსამყაროში“.

ნანოჯაგრისი

ჯაგრისის ელასტიური კისერი ისეა მორგებული სახელურზე, რომ გამოყენების დროს თავიდან აიცილოთ კბილებსა და ღრძილებზე ზედმეტ დაწოლა. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მგრძნობიარე კბილებისა და ღრძილებისათვის.

ნანო ჯაგრისი არ იწვევს სისხლდენას, ახალი ნეილონის ბოჭკოვანი ჯაგარი მომრგვალებული ძირებით იცავს კბილის ემალსა და ღრძილებს დაზიანებისაგან, ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც მგრძნობიარე ღრძილები აქვთ.

ჩვეულებრივ კბილის ჯაგრისზე, გამოყენების შემდეგ რჩება ბაქტერიების კოლონიები, რომლებიც მრავლდებიან და ხელმეორედ გამოყენებისას ფაქტიურად უკან ბრუნდებიან პირის ღრუში. ნანო ჯაგრისის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი გამოყენების და გარეცხვის შემდგომ ნანო აქტიური ნაწილაკები განაგრძობენ ზემოქმედებას და სრულად ანადგურებენ ჯაგრისზე დარჩენილ ბაქტერიებს. აქედან გამომდინარე ყოველი ახალი გამოყენებისას თქვენ ფაქტიურად იყენებთ აბსოლუტურად სუფთა ჯაგრისს.

ჩვეულებრივი ჯაგრისის გამოყენებისას სტომატოლოგები გვაძლევენ  რეკომენდაციას სამ თვეში ერთხელ შევცვალოთ ისინი არა მათი ცვეთის გამო, არამედ მიკრობებით დაბინძურების გამო. ნანო ჯაგრისის შემთხვევაში კი ეს პრობლემა აღმოფხვრილია, იგი ინარჩუნებს ხარისხს და ანტიბაქტერიულ მოქმედებას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, სრულ გაცვეთამდე.

ამიტომ იგი გაგიძლებთ თქვენ უფრო დიდხანს (ოთხიდან ექვს თვემდე) ვიდრე ჩვეულებრივი ჯაგრისი. აღნიშნული პროდუქტი დიდი პოპულარობით სარგებლობს ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა: აშშ, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და ა.შ.

კომპანია “ნანოსამყაროს” მიერ  იმპორტირებულ ნანო ჯაგრისს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სისტემის ხარისხის სერთიფიკატი – ISO 9001:2000.

ნანო ჯაგრისის  შეძენა უკვე საქართველოშიც შესაძლებელია, გაყიდვაშია: ფარმადეპოს, პე-ეს-პე-ს, ჯიპისის, ნეოფარმის და ჯიენჯი ფარმას სააფთიაქო ქსელებში, აგრეთვე სუფთა სახლის სავაჭრო ქსელეში. ნანო ჯაგრისის ფასი 15 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი