ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინი: შს ორგანოების ერთობლივი მუშაობა აფხაზეთში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

9 აგვისტო, 2017 • 2524
პუტინი: შს ორგანოების ერთობლივი მუშაობა აფხაზეთში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

აფხაზეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის დროს, სხვა საკითხებთან ერთად, შს ორგანოების ერთობლივ საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელია ეს. ვგულისხმობ იმას, რომ თავად აფხაზეთის მოქალაქეები, და რუსები, ასევე, სტუმრებიც, საიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი, მათ შორის რუსეთიდან, უნდა გაიგონ და იგრძნონ, რომ საიმედოდ არიან დაცული. ვიმედოვნებ, რომ ეს ერთობლივი სამუშაო აქ მყოფი ტურისტების უსაფრთხოების დონეს აწევს”, – განაცხადა პუტინმა.

საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნის “რუსულ-აფხაზური” შეთანხმება, ცენტრის შექმნას ითვალისწინებს აფხაზეთში, სადაც დელეგირებული იქნებიან რუსი ძალოვნები, რომელთაც აფხაზეთში განსაკუთრებული უფლებამოსილებები ექნებათ. აღნიშნული შეთანხმების გასატანად რუსეთს თითქმის სამი წელიწადი დასჭირდა. საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციას თან ახლდა სოციალურ ქსელებში აფხაზურ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმები.

ქართულმა მხარემ პუტინის აფხაზეთში ჩასვლა პროვოკაციულ ქმედებად შეაფასა.  

რაულ ხაჯიმბა, ვლადიმერ პუტინი; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

რაულ ხაჯიმბა, ვლადიმერ პუტინი; ფოტო: აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი