ახალი ამბები

ნიუ იორკში რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპაცია გააპროტესტეს

8 აგვისტო, 2017 • 4816
ნიუ იორკში რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპაცია გააპროტესტეს

დღეს, 8 აგვისტოს, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 9 წლის თავზე, ნიუ იორკში, აშშ–ში მცხოვრებმა საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებმა, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად, რუსეთის აგრესია გააპროტესტეს. ინფორმაცია ნიუ იორკიდან ნეტგაზეთს ირაკლი გაბუნიამ მიაწოდა.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსფარანტები, სადაც ძირითადად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და ყირიმის ანექსიაზეა ყურადღება გამახვილებული. ისინი მოითხოვენ როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის დეოკუპაციას რუსეთის ჯარებისგან. ტრანსფარანტებზე ასევე გაშარჟებული იყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 9 წლის თავზე, მათ სურდათ, ფართო საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ, რომ საქართველოს ტერიტორიიის 25% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ის კვლავ აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას მეზობლების წინააღდეგ.

Stop Russia - აქცია ნიუ იორკში, აშშ. ფოტო:  ირაკლი გაბუნია

Stop Russia – აქცია ნიუ იორკში, აშშ. ფოტო: ირაკლი გაბუნია

მასალების გადაბეჭდვის წესი