ახალი ამბები

ჰაკერები HBO-სგან “სამეფო კარის თამაშების” სერიების სანაცვლოდ თანხას ითხოვენ

8 აგვისტო, 2017 • 2700
ჰაკერები HBO-სგან “სამეფო კარის თამაშების” სერიების სანაცვლოდ თანხას ითხოვენ

ჰაკერებმა ამერიკული ტელეკომპანიის HBO-ს სერიალის “სამეფო კარის თამაშები” მსახიობების იმეილები და სერიალის სცენარი გამოაქვეყნეს და მოითხოვენ თანხას იმის სანაცვლოდ, რომ უფრო მეტი ინფორმაცია არ გაავრცელონ ინტერნეტში, მათ შორის შოუს მთელი სეზონი და კომპანიის თანამშრომლების პირადი მიმოწერა.

“გარდიანთან” საუბარში HBO-ს აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ პლეპლერი ამბობს, რომ ჰაკერებმა მას ვიდეო მიმართვა გაუგზავნეს და თანხის გადასახდელად 3 დღე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კონფიდენციულ ინფორმაციას გაასაჯაროებენ და სერიალს ონლაინ სივრცეში განათავსებენ.

ჰაკერები ამტკიცებენ, რომ მათ 1.5 ტერაბაიტის მოცულობის მასალა აქვთ, მაგრამ ტელეკომპანიაში მათი არ სჯერათ. ისინი აგრძელებენ გამომძიებლებთან და კიბერუსაფრთხოების სამსახურთან ერთად მუშაობას.

ჰაკერებმა მოითხოვეს ტელეკომპანიისაგან “მათი 6 თვის ხელფასი ბიტკოინებით” და ამბობენ, რომ ისინი წელიწადში დაშანტაჟების გზით სხვადასხვა კომპანიისაგან 12-დან 15 მლნ-მდე დოლარს იღებენ.

ჰაკერები იმასაც ამტკიცებენ, რომ HBO-ს სისტემაში შესაღწევად 6 თვე დასჭირდათ და ამისათვის 500,000$ დახარჯეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი